ლალი დათეშიძე
მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი – ვლინდება პერიოდული მანიაკალური და დეპრესიული მდგომარეობებით (ფაზები), რომლებიც ჩვეულებრივ გაყოფილია ინტერმისიებით; არ იწვევს ფსიქიკური დეფექტის ფორმირებას.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და კონსტიტუციური ფაქტორები. უფრო ხშირად ავადდებიან ციკლოიდური და ფსიქასთენიური წყობის პირები. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ასევე ბორცქვეშა მიდამოს დისფუნქციასა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიას. ქალები ავადდებიან უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები. პირველი შეტევები შეიძლება განვითარდეს როგორც პუბერტატულ პერიოდში, ასევე მოხუცებულობით ასაკში. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება იწყება სიცოცხლის მე-3-5 ათწლეულში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აფექტური დარღვევების გამოხატულება ვარირებს მსუბუქი დარღვევებიდან (ციკლოთიმია), რომლებსაც ჩვეულებრივ მკურნალობენ ამბულატორიულ პირობებში, მძიმე დეპრესიამდე და მანიებამდე, რომლებიც მოითხოვს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზისათვის დამახასიათებელია დარღვევების სრული შექცევადობა. იშვიათად, უკვე არაერთი რეციდივის შემდეგ, რემისიის პერიოდში, ასევე აღინიშნება ნარჩენი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებები უმთავრესად წაშლილი ჰიპომანიაკური და სუბდეპრესიული დარღვევების სახით. დაავადების განმავლობაში ფაზების რიცხვი სხვადასხვაა. ფაზების ხანგრძლივობა 1 კვირიდან 1-2 წლამდეა, საშუალო ხანგრძლივობაა 6-12 თვე. ნათელი შუალედები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ აღინიშნებოდეს, მაგრამ ისინი გრძელდება თვეობით, წლობით და ზოგჯერ ათწლეულობით. ბიპოლარული მიმდინარობა – დეპრესიული და მანიაკური ფაზების მონაცვლეობა აღინიშნება შემთხვევათა 1/3-ში. ხშირად დაავადება მიმდინარეობს პერიოდული დეპრესიების სახით.
დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობა ტარდება ანტიდეპრესიული საშუალებებით. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია პარენტერალურად პრეპარატების შეყვანა.
პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. დეპრესიული ფაზების დროს იგი გართულებულია სუიციდალური მცდელობების საფრთხესთან დაკავშირებით. შემდგომი აფექტური ფაზების თავიდან ასაცილებად ნაჩვენებია პრევენციული თერაპია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 905 times by 546 viewers



