სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ფსიქიკური ფუნქციის მოშლა. ფსიქიკური დეფექტი ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფიული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად; ფსიქიკის ცვლილებები შესაძლოა  გამოვლინდეს სხვადასხვა ხარისხის ჭკუასუსტობით და მარაზმითაც კი.

პარციალური (დისმნეზური) ჭკუასუსტობა ხასიათდება მეხსიერების შესუსტებით, ამასთან პირველ რიგში ავადმყოფს აღარ ახსოვს ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები, ახლადმიღებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგში ხდება შორეული წარსულის მოვლენების წაშლა. ამნეზური დარღვევები შერწყმულია ემოციურ დაძაბულობასთან, მტირალობასთან; მეხსიერების მოშლამ შესაძლებელია მიიღოს ამნეზიური დეზორიენტაციის ხარისხი. (ავადმყოფები ვეღარ აგნებენ საკუთარ სახლს, ვერ ცნობენ ნაცნობებსა და ახლობლებსაც კი); ამგვარი დარღვევების წარმოქმნას ჩვეულებრივ თან ახლავს კრიტიკის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გაღიზიანებადობა.

ტოტალური (პარალიზური) ჭკუასუსტობა გამოიხატება შემეცნებითი მოღვაწეობის ყველა ფორმის უხეში დაქვეითებით, პიროვნების ინდივიდუალური თვისებების ნიველირებით, მსჯელობების სიმწირით, მყარი ეიფორიით; ქცევა არაადეკვატურია სიტუაციისა; ავადმყოფები არაკრიტიკულნი არიან, ხშირად შეუფერებლად იქცევიან.

პიროვნების დაშლა (მარაზმი) ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათიური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესთა წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 928 times by 493 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka