ლალი დათეშიძე
ინტოქსიკაციური ფსიქოზები – წარმოიქმნება საწარმოო ან კვებითი შხამებით, ქიმიური ნივთიერებებით, ნარკოტიკებით, წამლებით მწვავე ან ქრონიკული მოწამვლების შედეგად. ინტოქსიკაციური ფსიქოზები შესაძლებელია იყოს მწვავე და პროტრაგირებული.
მწვავე ფსიქოზები წარმოიქმნება მწვავე მოწამვლების დროს და ვლინდება გონების დაკარგვით, რომლის სტრუქტურა და სიღრმე დამოკიდებულია ტოქსიკური აგენტის ხასიათზე, ორგანიზმის კონსტიტუციურ და შეძენილ თავისებურებებზე. გონების დაბინდვა, სოპორი, კომა – წარმოადგენს მოწამვლების დროს გონების დაკარგვის ყველაზე ხშირ ფორმებს. გაბრუებასა და სოპორს შესაძლებელია თან ახლდეს ქაოსური მოძრაობები. ხშირად ინტოქსიკაციური ფსიქოზები ვლინდება გონების დელირიული დაბინდვითა და ჰალუცინაციური მოშლილობებით. მძიმე შემთხვევებში გონების დაკარგვა ღებულობს ამენციის სახეს.
პროტრაგირებული ინტოქსიკაციური ფსიქოზები ვლინდება ფსიქოორგანული და იშვიათად ენდოფორმული სინდრომებით. ფსიქოორგანული დარღვევები შეიძლება შემოიფარგლოს ასთენიურ-ნევროზული მოვლენებით; შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ინტელექტუალური დაქვეითება, პიროვნების ფსიქოპათიური ცვლილება; და ბოლოს, ფსიქოორგანულმა დარღვევებმა შესაძლებელია მიაღწიოს ჭკუასუსტობამდე, მეხსიერების უხეში დარღვევებით (კორსაკოვსკის სინდრომი), ამაღლებული განწყობითა და მოსულელო მოქმედებებით. აღნიშნულ დარღვევებს შესაძლებელია თან ახლდეს ეპილეფსიური გულყრებიც და შერწყმული იყოს კონკრეტული ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლისათვის დამახასიათებელ ნევროლოგიურ და სომატურ დარღვევებთან. მწვავე ინტოქსიკაციური ფსიქოზები წარმოიქმნება ორგანიზმში შხამის მოხვედრისთანავე, ან ლატენტური პერიოდის შემდეგ, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
მწვავე ფსიქოზების აბორტული ფორმების დროს გამოსავალი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. მწვავე ფსიქოზის ჩაცხრომის შემდეგ შესაძლებელია დარჩეს სხვადასხვა სიმძიმისა და სტრუქტურის ფსიქოორგანული დარღვევები.
ქრონიკული მოწამვლების დროს ფსიქიკური დარღვევები მატულობს ნელა და ვლინდება უმთავრესად ფსიქოორგანული სინდრომით. შხამიან ნივთიერებებთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია ფსიქიკური პროცესების როგორც რეგრედიენტული მიმდინარეობა, ასევე მისი შემდგომი ზრდა.
მკურნალობა მოწამვლიდან პირველ საათებში ითვალისწინებს დეზინტოქსიკაციას, მასიურ პლაზმოფერეზს და დარღვეული ფუნქციის კომპენსაციას. გახანგრძლივებული ფსიქოზების დროს ფსიქოტროპული საშუალების შერჩევა განისაზღვრება სინდრომის სტრუქტურით. დეპრესიული მდგომარეობის დროს ნაჩვენებია ანტიდეპრესანტები, მანიაკალური დროს – ნეიროლეპტიკები. ჰალუცინაციურ-ბოდვითი მდგომარეობის დროს საჭიროა ნეიროლეპტიკების დანიშვნა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატების კომბინირება. როგორც თავის ტვინის მწვავე, ასევე ქრონიკული ტოქსიკური დაზიანების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიტამინები, განსაკუთრებით В ჯგუფის, ასევე მეტაბოლური მოქმედების პრეპარატები; ფსიქოორგანული სინდრომების დროს გახანგრძლივებული მიმდინარეობით, ნაჩვენებია დეჰიდრატაციული თერაპიის პერიოდული კურსები, ვიტამინოთერაპია, მკურნალობა ნოოტროპებით. ნევროზული და ფსიქიკური დარღვევების დროს რეკომენდებულია ტრანკვილიზატორები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 851 times by 422 viewers



