ტრავმული ენცეფალოპათია

ტრავმული ენცეფალოპათია traumatic encephalopathy
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ტრავმული ენცეფალოპათია – ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის ტრავმის გვიანდელ ან შორეულ პერიოდებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განპირობებულია ტრავმის შედეგად ტვინის ქსოვილის დეგენერაციული, დისტროფიული, ატროფიული და ნაწიბუროვანი ცვლილებებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ნერვულ – ფსიქიკური დარღვევების გამოვლინების ვადები, ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ტრავმის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე, ავადმყოფის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და რიგ სხვა ფაქტორებზე.
ნევროლოგიური დრაღვევები გამოიხატება ვეგეტო – და ვაზოპათიებით, ქრონიკული ჰიპერტენზიული სინდომით, ცერებრულ-სპინური სითხის დინამიკის მოშლით, ტრავმული არაქნოიდიტითა და არაქნოენცეფალიტით, ეპილეპტოფორმული შეტევებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით. ნევროლოგიური დარღვევები მიმდინარეობენ ფსიქოორგანული სინდრომისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური მოშლილობებით.

ტრავმული ასთენია

ტრავმული ასთენია ვლინდება სისუსტით, მომატებული გადაღლილობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით; აღინიშნება გაღიზიანება, ემოციური ლაბილობა, ჰიპერესთეზია. ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია უმნიშვნელო მიზეზებით გამოწვეული გაღიზიანების მძაფრი, ხანმოკლე აფეთქებები, შედგომ კი ტირილი და მონანიება. ვეგეტატიური და ვესტიბულური დარღვევები, ძილის მოშლილობები ავსებენ კლინიკურ სურათს. გარემოს არახელსაყრელი პირობები – სიცხე, მგზავრობა, სომატური დაავადებები და ფსიქიკური ტრავმები აუარესებენ ავადმყოფთა მდგომარეობას.

ტრავმული აპათია

ტრავმული აპათია წარმოადგენს ასთენიის უკიდურეს ხარისხს; ვლინდება პასიურობით, მოთენთილობით, მოძრაობების შენელებით, გარე შთაბეჭდილებების არასრული აღქმით; ავადმყოფები დიდხანს წვანან; ინტერესები შემოფარგლულია მხოლოდ ელემენტარული სასიცოცხლო მოთხოვნილებებით. ფსიქოპათურისმაგვარი მდგომარეობები (ხასიათის პათოლოგიური ცვლილება) ვითარდება ტრავმის მწვავე და გვიანდელი პერიოდის სიმპტომების თანდათანობითი გაქრობის ფონზე.
განსაკუთრებით ტიპიურია ექსპლოზიურობა (ფეთქებადობა), გუნებ – განწყობის არამოტივირებული ცვლილებები. ექსპლოზიურობა ვლინდება გაღიზიანების შეტევებით, გაბოროტებით, აგრესიულობითა და სხვა სახიფათო მოქმედებებით. არასწორი ქცევა ღრმავდება ლოთობისადმი, ქრონიკული ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილებით.
აფექტური დარღვევები წარმოადგენენ არაღრმა გაღიზიანებად დეპრესიას (დისფორია), რომელიც წარმოიქმნება კონფლიქტურ სიტუაციაში, გადაღლის დროს, ინტერკურენტული ინფექციების, ასევე ზოგჯერ ხილული მიზეზის გარეშეც. გვხვდება ასევე საპირისპირო მდგომარეობები, რომელიც ვლინდება ამაღლებული გუნებ – განწყობით (ეიფორია), განსჯის სიმსუბუქით, არაკრიტიკულობით, ნაკლები პროდუქტიულობით, ლტოლვებისა და მისწრაფებების დამუხრუჭებით, ლოთობით. ხასიათის ცვლილების ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. შედარებით ხანგრძლივია ეიფორიის მდგომარეობები.

პაროქსიზმული მდგომარეობები

პაროქსიზმული (ეპილეპტოფორმული) მდგომარეობები (ტრავმული ეპილეფსია) შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც ტრავმის შემდეგ მოკლე პერიოდში, ასევე რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი წლის შემდეგ. ტიპიური, აბორტული, ჯეკსონის გულყრებთან ერთად გვხვდება კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე პაროქსიზმებიც – მცირე გულყრები.
ეპილეპტოფორმულ მდგომარეობებს მიეკუთვნება ასევე გონების დაბნელების მდგომარეობა (ბინდისებრი მდგომარეობა), რომლის დროსაც ავადმყოფებმა შესაძლოა შეასრულონ თანამიმდევრული, გარეგნულად მიზანშეწონილი მოქმედებები, რომლებიც შემდგომში არ ახსოვთ (ამბულატორიული ავტომატიზმი). ბინდისებრი მდგომარეობის დროს ზოგჯერ ვითარდება ბოდვები, ჰალუცინაციები, შიშები, რომლებიც განსაზღვრავენ ავადმყოფის ქცევას და შესაძლოა გამოიწვიონ სახიფათო მოქმედებები.
შესაძლებელია განვითარდეს  ისტერიული ბინდისებრი მდგომარეობები, რომლებიც წარმოიქმნებიან კონფლიქტური ფსიქოტრავმული სიტუაციის პასუხად. ტრავმული ჭკუასუსტობა წარმოიქმნება როგორც ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის შორეული შედეგი. მის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება დამატებით მავნეობებს – ალკოჰოლიზმს, სისხლძარღვოვან დარღვევებს, ინფექციებსა და ინტოქსიკაციებს.
განსჯის დონის დაქვეითება, მეხსიერების მოშლა რიგ შემთხვევებში შერწყმულია განურჩევლობასთან, მოთენთილობასთან, სხვა შემთხვევებში – უდარდელ – ეიფორულ განწყობასთან, კრიტიკის არარსებობასთან, ლტოლვების დამუხრუჭებასთან. შედარებით იშვიათია ტრავმის შორეული შედეგები აფექტური და ჰალუცინაციურ – ბოდვითი ფსიქოზების სახით. (ტრავმული ფსიქოზები).

მკურნალობა

ტრავმული ენცეფალოპათიითდაავადებულებისათვის საჭიროა ცხოვრების დამზოგავი რეჟიმი. პერიოდულად ენიშნებათ დეჰიდტრატაციული და ზოგადგამაკაჟებელი თერაპია, ნოოტროპები. მომატებული აგზნებადობის დროს ეძლევათ ტრანკვილიზატორები და ნეიროლეპტიკები, ხოლო მოთენთილობისა და აპათიის დროს – სტიმულატორები.

ფსიქიკური დაავადებები

ტრავმული ენცეფალოპათიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 ტრავმული ენცეფალოპათია – ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ქალა-ტვინის ტრავმის გვიანდელ ან შორეულ პერიოდებში
📍 ნერვულ-ფსიქიკური დარღვევების გამოვლინების ვადები, ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მიღებული ტრავმის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე, ავადმყოფის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობაზე და რიგ სხვა ფაქტორებზე
🔍 ნევროლოგიური დრაღვევები გამოიხატება:
✔️ ვეგეტო- და ვაზოპათიებით;
✔️ ქრონიკული ჰიპერტენზიული სინდომით;
✔️ ცერებრულ-სპინური სითხის დინამიკის მოშლით;
✔️ ტრავმული არაქნოიდიტითა და არაქნოენცეფალიტით;
✔️ ეპილეპტოფორმული შეტევებით;
✔️ კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით
👉 შეიტყვეთ მეტი ტრავმული ენცეფალოპათიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3vi4tnp  
#ენცეფალოპათია #ტრავმულიენცეფალოპათია #ტრავმულიენცეფალოპათიისტადიები #ტრავმულიენცეფალოპათიისსიმპტომები #ენცეფალოპათიისნიშნები #ენცეფალოპათიისგამომწვევიმიზეზები #ტრავმულიენცეფალოპათიისმკურნალობა #ტრავმულიასთენია #ტრავმულიაპათია #პაროქსიზმულიმდგომარეობები #ნევროლოგია #ფსიქიატრია #ფსიქიკურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian