სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები 

თავის ტვინის აბსცესი – ტვინის ნივთიერებაში ჩირქის კეროვანი დაგროვება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. აბსცესი ვითარდება ტვინთან ახლოს მდებარე ჩირქოვანი კერებიდან, ასევე ექსტრაკრანიალური ჩირქოვანი კერებიდან თავის ტვინის ქსოვილში ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის შედეგად, აგრეთვე თავის ქალას ღია ტრამვების დროს. შემთხვევათა 30%-ში ტვინის

თავის ტვინის აბსცესი

აბსცესს აქვს ოტოგენური წარმოშობა, ლოკალიზდება საფეთქლის წილში ან ნათხემში. აბსცესების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია ფილტვების ჩირქოვანი დაავადებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის სურათით: მძიმე ზოგადი მდგომარეობა, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, მენინგეალური ნიშნები, პოლინუიკლეარული ლეიკოციტოზი, ედსის მომატება, ზომიერი პლეოციტოზი ცერებრულ-სპინურ სითხეში. გამომწვევის მაღალი ვირულენტობის დროს ხდება ტვინის ქსოვილის გალღობა, წარმოიქმნება ჩირქით ავსებული ღრუები და ფორმირდება აბსცესის კაფსულა. მისი სრული განვითარების მომენტისათვის (4-6 კვირის შემდეგ) ზოგადი ინფექციური

თავის ტვინის აბსცესი

სიმპტომები ცხრება და ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. შემდგომში თანდათანობით მატულობს ქალაშიდა ჰიპერტენზია და ტვინის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. ცერებრულ-სპინური სითხე აბსცესის ინკაფსულირების დროს მცირედაა შეცვლილი ან სრულიად არ არის შეცვლილი. სისხლის მხრივ ცვლილებები უმნიშვნელოა. აღწერილი ფსევდოტუმოროზული სტადია შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. აბსცესის გადიდებისა და დისლოკალციური მოვლენების გაღრმავებასთან ერთად მატულობს ტვინის თიაქრის განვითარების საფრთხე. მენინგოენცეფალიტთან ან მენინგიტთან ტვინის აბსცესის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ექოენცეფალოგრაფიის მონაცემები და კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა განვასხვავოთ აბსცესი სიმსივნისაგან. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, შერწყმული ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიასთან.

პროგნოზი. ოპერაციის შემდგომი ლეტალობა შეადგენს 20-30%-ს. განსაკუთრებით ცუდი პროგნოზია მოსალოდნელი მრავლობითი აბსცესების დროს, რაც ამ დაავადების შემთხვევების 10%-ს შეადგენს. ავადმყოფებს ოპერაციის შემდეგ რჩებათ მყარი რეზიდუალური სიმპტომატიკა (ჰემიპარეზები, აფაზია, ატაქსია და სხვ.)

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1854 times by 926 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka