ლალი დათეშიძე
სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი – აღინიშნება ნევროზების, ფსიქოპათიების, შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების, ასევე სხვადასხვა დეპრესიების დროს.
იპოქონდრია ვლინდება საკუთარი ჯანმრთელობისადმი გადაჭარბებული ყურადღებით; უმნიშვნელო სისუსტის დროსაც კი ავადმყოფი წუხს და დარწმუნებულია, რომ დაავადებულია რაიმე მძიმე დაავადებით. იპოქონდრია არაიშვიათად შერწყმულია არასასიამოვნო შეგრძნებებთან – სენესტოპათიებთან. რიგ შემთხვევებში სენესტოპათიები დომინირებენ კლინიკურ სურათში და წარმოადგენენ დამოუკიდებელ სინდრომს.
იპოქონდრიული მდგომარეობების ფსიქოპათოლოგიური სტრუქტურა მრავალგვარია. აკვიატებული იპოქონდრიის დროს სჭარბობს შიშები რაიმე დაავადების არსებობაზე (კარდიოფობია, კანცეროფობია, რომელიმე გამოუცნობი დაავადების შიში), რომელიც შერწყმულია მასიურ ვეგეტატიურ სიმპტომატიკასთან, ალერგიებთან, ტრემორთან, გულის წასვლებთან. იპოქონდრიული დეპრესიების დროს დათრგუნვა შერწყმულია უიმედობასთან, სიკვდილის შიშთან. კლინიკურ სურათში პირველ ადგილზე გამოდის მრავალრიცხოვანი სომატური ჩივილები, სხვადასხვაგვარი არასასიამოვნი შეგრძნებები, ძილისა და მადის დარღვევები. როდესაც იპოქონდრია ღებულობს გადაჭარბებულ ხასიათს, აღინიშნება მყარი ფიქსაცია პათოლოგიურ შეგრძნებებზე, რომელიც შერწყმულია მათ დასაძლევად მიმართულ მოქმედებასთან. რიგ შემთხვევებში ავადმყოფის მთელი მოქმედება მომართულია, მისი აზრით, შერყეული ჯანმრთელობისაკენ. ამ მიზნებს ემსახურება რეჟიმის განუხრელი დაცვა, მედიკამენტების რეგულარული მიღება, მრავალრიცხოვანი სამკურნალო პროცედურების ჩატარება, ორგანიზმის გასაკაჟებელი სხვადასხვა ღონისძიებები. ბოდვითი იპოქონდრიის კლინიკურ სურათში, დარწმუნება რაიმე დაავადების ქონაში, ეყრდნობა ,,მტკიცებულებების სულ უფრო ფართო სისტემას. ავადმყოფები ამტკიცებენ, რომ მათი ორგანიზმი დასნებოვნებულია ინფექციით ან რაიმე მავნე აგენტით, ხოლო დაავადების წარმოქმნას უკავშირებენ რადიაციის ან ელექტრული დენის მოქმედებას. მიუხედავად ანალიზების უარყოფითი პასუხებისა, ავადმყოფენი ითხოვენ სულ უფრო ახალ და ახალ გამოკვლევებს, ითხოვენ დიაგნოზი დადგენას, მიმართავენ სხვადასხვა ინსტანციებს, ბრალს სდებენ გულგრილობაში, ზოგჯერ კი ბოროტ განზრახვაში ექიმებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ შემდგომი გამოკვლევის ჩატარებაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 770 times by 367 viewers



