სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

პროგრესირებადი დამბლა – დიფუზური სიფილისური მენინგოენცეფალიტი, რომელიც ვლინდება ფსიქოორგანული და ნევროლოგიური დარღვევებითა და მთავრდება ღრმა ჭკუასუსტობით.

დაავადება წარმოიქმნება სიფილისით დასნებოვნებიდან დაახლოებით 10 – 15 წლის შემდეგ. მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, 2-5 წლის შემდეგ მთავრდება ლეტალურად. საწყის სტადიაში შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროზისმაგვარი მდგომარეობები (ფსევდონევრასთენია), ასევე მანიაკალური, დეპრესიული, დელირიული, ჰალუცინაციურ-პარანოიდული მდგომარეობები განდიდების იდეებითა და იპოქონდრიული ნიჰილისტური ბოდვებით. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, პირველ ადგილზე ძალიან სწრაფად გამოდის პიროვნების ცვლილებები (სიუხეშე, დაუდევრობა) და დემენციის მზარდი მოვლენები. ნევროლოგიურ სიმპტომებს შორის განსაკუთრებით დამახასიათებელია მეტყველების დარღვვები (დიზართრია, სკანდირებული მეტყველება და სხვ.), ასევე სინათლეზე გუგის რეაქციების არარსებობა, კონვერგენციისა და აკომოდაციის შენარჩუნებისას (არგაილ რობერტსონის სინდრომი). ხშირად აღინიშნება ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ასიმეტრია, ნიღბისებრი სახე, პტოზი, ხელწერის ცვლილება, მყესთა რეფლექსების უთანასწორობა.

პროგრესული დამბლის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თერაპიის დროულად დაწყებისათვის და ლეტალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად. დაავადების საწყისი სტადიებისათვის პათოგნომურია ნევროლოგიური გამოვლინებების შერწყმა (თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, მომატებული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება) ინტელექტუალური შეუმდგარობისა და პიროვნების ზოგადი ორგანული დაქვეითების ნიშნებთან, რასაც თან ახლავს ქცევის უწინდელი ფორმების, ზნეობრივი ნორმების, ტაქტისა და შედარებით ნაზი ემოციების დაკარგვა. მოზრდილ ასაკში ეპილეპტოფორმული გულყრების, ამნეზიური და მეტყველების დარღვევების გაჩენისას საჭიროა ავადმყოფის კლინიკურ და სეროლოგიურ გამოკვლევა. პროგრესული დამბლის დროს, როგორც წესი, ვლინდება დადებითი რეაქციები სიფილისზე: ვასერმანის რეაქცია, მკრთალი ტრეპონემების იმობილიზაციის რეაქცია, იმუნოფლუორესცენციის რეაქცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 571 times by 288 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka