სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

ფსიქოორგანული სინდრომი - ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ძირითადად ვლინდება ინტელექტის, მეხსიერებისა და აფექტური სფერის დარღვევებით. განპირობებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით (ტრავმის, ინტოქსიკაციის, ინფექციის, სისხლძარღვოვანი და სხვა დაავადებების შედეგად). ფსიქოორგანული სინდრომი ყველაზე იოლი ფორმის დროს წარმოდგენილია ასთენიური მდგომარეობით, რომელიც ვლინდება სისუსტით, დაუძლურებით, ემოციური ლაბილობით, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პიროვნების ფსიქოპათიური ცვლილებები, უმთავრესად გაღიზიანებადობის, ფეთქებადობის, დისფორიებისადმი მიდრეკილების სახით. სომატური დაავადებები და ფსიქიკური ტრავმები მკვეთრად აუარესებენ ავადმყოფის მდგომარეობას. შესაძლებელია ისტერიული შეტევები. ფსიქოორგანული სინდრომის მძიმე ფორმების დროს პირველ პლანზე გამოდის ინტელექტის დაქვეითება, თითქმის ჭკუასუსტობამდე (დემენცია). მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად ვიწროვდება ინტერსთა წრე, იკარგება კრიტიკა. გუნებ-განწყობა შეიძლება იყოს უდარდელი (ეიფორია), ან განურჩეველ-აპათიური.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1040 times by 501 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka