ფსიქოპათია

ფსიქოპათიები psychopathy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფსიქოპათია ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ-ნაკლები ხარისხით აფერხებენ მის სრულფასოვან ადაპტაციას გარემოში. გამოყოფენ ასევე შეძენილ ფსიქოპათიურ მდგომარეობებს, რომლებიც წარმოიქმნება  ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათები ხასიათდებიან არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობით, ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობით რიგი შინაგანი, სომატოგენური, ფსიქოგენური და სოციალური ფაქტორებისადმი. არსებობს ფსიქოპათიების მრავალრიცხოვანი კლასიფიკაციები.

ფსიქოპათია – შიზოიდური ფსიქოპათები – პირები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია განმარტოება, აუტიზმი; ისინი გაურბიან გრძნობების გამოვლინებას, არაიშვიათად მათთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, მშრალი და ოფიციალური დამოკიდებულება ადამიანებთან. მათ შორის გვხვდება ცივი, მკაცრი და სასტიკი ნატურებიც კი. შიზოიდური ტემპერამენტის საფუძველია მაღალი მგძნობიარობისა და სიცივის შერწყმა (ფსიქოესთეტური პროპორცია).

ფსიქასთენიური ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია მიდრეკილება ეჭვებისადმი, შინაგანი რწმენის არარსებობა გრძნობების ჭეშმარიტებაში და საკუთარი განსჯისა და ქცევების სისწორეში, გადაუწყვეტობა ქცევის არჩევანში. ესენი არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც მუშაობაში ითვალისწინებენ ყოველგვარ დეტალს, არიან პედანტები.

ასთენიური ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია ზოგადი ნერვული სისუსტე, მოუხერხებლობა, მეტისმეტი მგრძნობიარობა და შთაბეჭდილიანობა; ასთენიკების გამორჩეული თავისებურებაა მომატებული გადაღლილობა. მუშაობის პროცესში, რომელიც მოითხოვს ძალების დაძაბვას, მათ უვითარდებათ გაფანტულობა, ერღვევათ ყურადღების კონცენტრაცია.

აფექტური ფსიქოპათები – ციკლოიდური წრის პირები; არიან სალმიანები, კეთილმოსურნენი. მათთვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა, ხასიათის ცვლალებადობა.

პარანოიალური ფსიქოპათები – არიან გაუხსნელნი, სასტიკები და დესპოტურები, ეჭვიანები, მუდმივად ელიან ცუდს გარშემომყოფთაგან, მიდრეკილნი არიან ზეფასეული იდეებისადმი.

თემატიკაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ეჭვიანებს, რეფორმატორებს, რელიგიურ ფანატებს და სხვ.

ისტერიულ ფსიქოპათებს გამოარჩევს მისწრაფება იყვნენ უფრო მნიშვნელოვანნი, ვიდრე სინამდვილეში არიან; ისინი იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში; ამაზე მიუთითებს მათი ჩაცმულობის ექსცენტრულობა და ქცევის დეონსტრატიულობა. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ტრაბახისადმი, გამოგონებებისადმი, ტყუილებისადმი, გაუაზრებელი ქცევებისადმი, სხვადასხვა ავანტურებისადმი; მათში სჭარბობს კაპრიზულობა, სიჯიუტე, ასევე სხვადასხვა ვეგეტატიური და ისტერიული პაროქსიზმები (სპაზმები, აფონია, ხელის თითების ტრემორი და სხვ.).

ფსიქოპათიის მკურნალობის დაწყება საჭიროა ბავშვობიდან. იგი ითვალისწინებს პედაგოგიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფსიქოპათური გამოვლინებების კორექციისაკენ; მედიკამენტოზური თერაპია მეორეხარისხოვან როლს ასრულებს მკურნალობაში. დეკომპენსაციის პერიოდებში ტარდება ფსიქო – და შრომითი თერაპია, ასევე ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობა. განსაკუთრებით ეფექტურია ტრანკვილიზატორები.

ფსიქოპათიის პროგნოზიგანისაზღვრება გარკვეული სიფრთხილით. სათანადო პირობებში ხშირად აღინიშნება მყარი და ხანგრძლივი კომპენსაცია, შრომისუნარიანობის შენარჩუნებით. ამასთან კრიზების დროს შესაძლებელია პათოლოგიური დინამიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები