სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

რეაქტიული ფსიქოზები – ნევროზებთან ერთად შეადგენენ ფსიქოგენური დაავადებების ჯგუფს, ანუ განპირობებულნი არიან ფსიქიკური ტრავმით. მათთვის დამახასიათებელია ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების პირდაპირი კავშირი ტრავმირებად ფაქტორთან, ამასთან ეს გამოვლინებები ქრება მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ. განსხვავებით ნევროზებისაგან, რეაქტიული ფსიქოზებისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის მაღალი სიმწვავე და სიმძიმე; ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად აღინიშნება ასევე ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ გონების მოშლის (დისოციაციური რეაქციები) მოვლენებით. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარს, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს. ფსიქიკური ტრავმა შესაძლოა აღმოჩნდეს პირადი ან საზოგადოებრივი ხასიათის ტრაგიკული მოვლენა, სიცოცხლისათვის საშიში კოლიზიები, პათოგენური სიტუაციები.
რეაქტიული ფსიქოზების პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქიკური ასთენიზაცია, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ ან სომატურ გამოფიტვას.

გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: აფექტურ – შოკური რეაქციები, ისტერიული ფსიქოზები, რეაქტიული დეპრესიები, რეაქტიული პარანოიდები.

აფექტურ – შოკური რეაქციები - რეაქტიული ფსიქოზების მწვავე ფორმები – წარმოიქმნება უეცარი, ძლიერი გარემოებებით (მიწისძვრა, ხანძარი და სხვ.). რეაქციები ვლინდება ფსიქომოტორული აგზნების, ან სტუპორის სახით.

ისტერიული ფსიქოზები ხშირად აღინიშნება ომის დროს, ასევე სასამართლო – სამძებრო სიტუაციასთან დაკავშირებით ან პატიმრობის დროს. ისინი მრავალფეროვანია, გამოირჩევიან დემონსტრატიულობით, გამოვლინებების მოზაიკურობითა და ამნეზიის ფრაგმენტულობით.

რეაქტიული დეპრესიები ხშირად წარმოიქმნება ფსიქოგენური ტრავმებით (ახლობელი ადამიანის სიკვდილი და სხვ.). დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კონსტიტუციურ კუთვნილებას. კლინიკურ სურათში გარდა დათრგუნვისა, ცრემლიანობისა, სომატურ – ვეგეტატიური და ძილის დარღვვებისა, ხშირია ასევე მასიური ისტერიული გამოვლინებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 925 times by 439 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka