ლალი დათეშიძე
სენილური ფსიქოზები – წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები.
მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა – ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ გვიანი ასაკის ფსიქიკური დაავადების მქონე ავადმყოფთა საერთო რიცხვის 12 – 25%-ს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის; ქალები შედარებით ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. დაავადების რისკი იმ ოჯახებში, სადაც არიან მოხუცებულობთი ჭკუასუსტობით დაავადებულები, უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. თანმხლები სომატური დაავადებები ამძიმებენ ფსიქოზის სურათს. დაავადების დაწყების საშუალო ასაკი 70-78 წელია. მისი ხანგრძლივობაა 5-8 წელი. საწყისი გამოვლინებებია პიროვნების ნელა მზარდი ცვლილებები – გაუხეშება, ეგოცენტრიზმი, სიძუნწე; იკარგება ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებები. ამასთან ერთად მატულობს ჭკუასუსტობა – ქვეითდება განსჯის დონე, ახალი ცოდნისა და ჩვევების მიღების უნარი, ქრება მეხსიერების მარაგი – თავდაპირველად უახლოესი, შემდეგ კი ცხოვრების შედარებით ადრეული პერიოდების გამოცდილება, ვლინდება კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები), ღარიბდება მეტყველება. შენარჩუნებულია მხოლოდ ელემენტარული ფიზიკური მოთხოვნილებები. პროგრესირებადი ჭკუასუსტობის ფონზე შესაძლებელია რედუცირებული ფსიქოზური მდგომარეობები- აფორიაქებით, შფოთვით მიმდინარე დეპრესიები ან ღვარძლიან -ბუზღუნით მიმდინარე დეპრესიები, მატერიალური ზარალის ბოდვები (ქურდობა, ჯადო).
გვიანი დეპრესიებისა და გვიანი პარანოიდების დროს დეპრესია შედარებით მსუბუქია, არახანგრძლივი, ვლინდება უკმაყოფილებით, დაღვრემილობით, იპოქონდრიული განცდებით. გვიანი პარანოიდების დროს განცდების შინაარსი შემოიფარგლება მცირემასშტაბიანი ზარალისა და თვალთვალის ბოდვით.
მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის პათოგენეტიკური მკურნალობა არ არსებობს; ტარდება სიმპტომური თერაპია. ფსიქოზური მდგომარეობების დროს ნაჩვენებია ნეიროლეპტიკები სედატიურ საშუალებებთან ერთად, მცირე დოზებით. დეპრესიების დროს ინიშნება ანტიდეპრესანტები მცირე დოზებით. ძილის დარღვევის დროს ნაჩვენებია ტრანკვილიზატორები და ნეიროლეპტიკები. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 699 times by 339 viewers



