ბავშვთა ცერებრული დამბლა

ბავშვთა ცერებრული დამბლა cerebral palsy
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბავშვთა ცერებრული დამბლა – ახალშობილთა დაავადებების ჯგუფი, რომელიც ვლინდება მოძრაობის პროგრესირებადი დარღვევებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მნიშვნელობა აქვს პრენატალურ პათოლოგიას, ასფიქსიას მშობიარობის დროს, სამშობიარო ტრავმას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პარასაგიტალური ნაპრალის ჰემატომის დიაგნოზი შესაძლებელია დაისვას ექიმის მიერ ბავშვის დაბადების პირველივე საათებში. მისი სიმპტომებია – მოდუნება, ანიზოკორია, განმზიდავი სიელმე, ბრადიკარდია. ჰემატომა ადვილად იხსნება პუნქციით დიდი ყიფლიბანდიდან. ეს პროცედურა ხორციელდება ნეიროქირურგის, ან მიკროპედიატრის მიერ.
თუკი ჰემატომა დროულად არ იქნა მოცილებული, ან დაავადების მიზეზები სხვაა, ვითარდება თანდაყოლილი დიპლეგია (ლიპლის დაავადება), რომელიც ხასიათდება ფეხების სისუსტითა და სპასტიკურობით. გამოხატულ შემთხვევებში სპასტიკურობამ შესაძლებელია მთლიანად შებოჭოს ბავშვი. ფეხების გადაჯვარედინების გამო წარმოიქმნება ,,მაკრატლის ტიპის” სიარულის მანერა. ხელები ზიანდება შედარებით იშვიათად. ხშირია ნათხემოვანი და ქერქქვეშა დარღვევები – ატაქსია, დისტნოია, ქორეოათეტოზი.
ნათხემის დაზიანების დროს სპასტიკურობის ნაცვლად აღინიშნება ჰიპოტონია. ლიტლის დაავადების დროს ინტელექტი ნორმალურია. როგორც წესი, ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკურ განვითარებაში.
გამოყოფენ ცერებრული დამბლის ე. წ. ცერებრულ დისფუნქციურ-რუდიმენტულ ვარიანტს, რომელიც ვლინდება მსუბუქი დარღვევებით, ოდნავ შესამჩნევი მოძრაობითი დეფექტებით, ეპილეფსიური ეპიზოდებით, პრაქსისისა და გნოზისის ზოგიერთი დეფექტებით. მსგავს ჯგუფს შეადგენს ე. წ. მოუხერხებელი ბავშვები, რომელთა სწავლება წარმოადგენს გარკვეულ სირთულეებს.

მკურნალობა

მკურნალობა დაფუძნებულია მოძრაობის შესწავლის მრავალწლიან პროგრამაზე. კონტრაქტურები კორეგირდება ქირურგიულად. ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

პროგნოზი

მძიმე შემთხვევებში ბავშვი იშვიათად აღწევს 1 – 2 წლამდე, იღუპებიან ჩვეულებრივ პნევმონიით. საშუალოდ ავადმყოფთა 25%-ში აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუჯობესება, 50% – ში მკურნალობა იძლევა მოტორული დეფექტების მეტ-ნაკლებ შემსუბუქებას, 25%-ში იგი არაეფექტურია. მნიშვნელოვანი პროგნოზული მომენტია ასევე ინტელექტუალური დეფექტის ხარისხი.

ნერვული სისტემის დაავადებები

ცერებრული დამბლა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბავშვთა ცერებრული დამბლა – ახალშობილთა დაავადებების ჯგუფი, რომელიც ვლინდება მოძრაობის პროგრესირებადი დარღვევებით
👨‍⚕️ პარასაგიტალური ნაპრალის ჰემატომის დიაგნოზი შესაძლებელია დაისვას ექიმის მიერ ბავშვის დაბადების პირველივე საათებში
🔎 მისი სიმპტომებია:
➡️ მოდუნება;
➡️ ანიზოკორია;
➡️ განმზიდავი სიელმე;
➡️ ბრადიკარდია
🔴 გამოხატულ შემთხვევებში სპასტიკურობამ შესაძლებელია მთლიანად შებოჭოს ბავშვი
✂️ ფეხების გადაჯვარედინების გამო წარმოიქმნება ,,მაკრატლის ტიპის” სიარულის მანერა
🧠 ხშირია ნათხემოვანი და ქერქქვეშა დარღვევები:
✔️ ატაქსია;
✔️ დისტნოია;
✔️ ქორეოათეტოზი
👉 შეიტყვეთ მეტი ბავშვთა ცერებრული დამბლის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3P8itb3  
#ცერებრულიდამბლა #ცერებრალურიდამბლა #ცერებრულიდამბლაბავშვებში #ცერებრულიდამბლისსტადიები #ცერებრულიდამბლისსიმპტომები #ცერებრულიდამბლისნიშნები #ცერებრულიდამბლისგამომწვევიმიზეზები #ცერებრულიდამბლისმკურნალობა #ცერებრულიდამბლისპროგნოზი #ბავშვთაცერებრულიდამბლა #რაიწვევსცერებრალურდამბლას #ცერებრულიდამბლისრეაბილიტაცია #ცერებრულიატაქსია #ნერვულისისტემისდაავადებები #ნევროლოგია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.