ლალი დათეშიძე
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – კიდურების პროგრესირებადი სპასტიკურ-ატროფიული პარეზები და ბულბური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია კორტიკულ-მუსკულარული გზის ორივე ნეირონის დაზიანებით.
პათოგენეზი. ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების, მოგრძო ტვინის მამოძრავებელი ბირთვების, ასევე პირამიდული და კორტიკულ-ბულბური გზების მზარდი დეგენერაცია.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება კუნთების ატროფიითა და ძვლების სისუსტით, კუნთების ფასციკულაციებით, მათ შორის ენის კუნთებისა. ატროფიები და პარეზები თანდათანობით ვრცელდება, ვლინდება ბულბური სინდრომის ნიშნები (დისფაგია, დიზართრია, დისფონია). დაავადების გაშლილ პერიოდში კიდურების მძიმე დამბლის
გამო ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს; მეტყველება გაურკვეველია, ყლაპვა გაძნელებული; ავადმყოფთა უმრავლესობის დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა. როგორც წესი, კოორდინაციისა და მგრძნობელობის სფეროები, ასევე მენჯის ორგანოების ფუნქციები დარღვეული არ არის. დიაგნოზი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
მკურნალობა სიმპტომატურია.
პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ავადმყოფები იღუპებიან დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1549 times by 706 viewers



