ლალი დათეშიძე
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა - თავის ტვინის არტერიის ლოკალური გაფართოება, უფრო ხშირად დიდი ტვინის არტერიული წრის.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. როგორც წესი, ანევრიზმა წარმოადგენს თანდაყოლილ დეფექტს, ზოგჯერ ვითარდება რეინფექციის შედეგად (ემბოლიური ან მიკოზური ანევრიზმა). მის წარმოქმნაში ასევე დიდ როლს ასრულებს ტრავმა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება.
პათოგენეზი. ობიექტური ნევროლოგიური დარღვევები ანევრიზმის გასკდომამდე იშვიათად ვლინდება და განპირობებულია მიმდებარე ინტრაკრანიულ სტრუქტურებზე მექანიკური ზეწოლით. ანევრიზმის გასკდომა იწვევს სუბარაქნოიდულ ან პარენქიმატოზულ-სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ აპოპლექსურ და შედარებით იშვიათ პარალიზურ (სიმსივნურ) ფორმებს. შესაძლებელია ანევრიზმა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. შემთხვევათა

25%-ში ავადმყოფებს აღენიშნებათ ეპიზოდური ცეფალგიები, რომლებიც შემთხვევათა ნახევარში ანალოგიურია შაკიკის კლინიკისა. ანევრიზმის პარალიზური ტიპი ხასიათდება ქალას ცალკეული ნერვების პროგრესული დაზიანებით, ყველაზე უფრო ხშირად თვალის მამოძრავებელი და მხედველობის, ხოლო ზოგჯერ კი ტვინის ნახევარსფეროს ან მისი ღეროს დაზიანებით. როგორც წესი, ეჭვი ჩნდება ტვინის სიმსივნეზე ან ბაზალურ არაქნოიდიტზე.
დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ ანგიოგრაფიის ჩატარებით.
მკურნალობა ქირურგიულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 8190 times by 3882 viewers



