ბავშვთა ცერებრული დამბლა

ბავშვთა ცერებრული დამბლა cerebral palsy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბავშვთა ცერებრული დამბლა ახალშობილთა დაავადებების ჯგუფი, რომელიც ვლინდება მოძრაობის პროგრესირებადი დარღვევებით.

ბავშვთა ცერებრული დამბლა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მნიშვნელობა აქვს პრენატალურ პათოლოგიას, ასფიქსიას მშობიარობის დროს, სამშობიარო ტრავმას.

ბავშვთა ცერებრული დამბლა – სიმპტომები, მიმდინარეობა. პარასაგიტალური ნაპრალის ჰემატომის დიაგნოზი შესაძლებელია დაისვას ექიმის მიერ ბავშვის დაბადების პირველივე საათებში. მისი სიმპტომებია – მოდუნება, ანიზოკორია, განმზიდავი სიელმე, ბრადიკარდია. ჰემატომა ადვილად იხსნება პუნქციით დიდი ყიფლიბანდიდან. ეს პროცედურა ხორციელდება ნეიროქირურგის, ან მიკროპედიატრის მიერ. თუკი ჰემატომა დროულად არ იქნა მოცილებული, ან დაავადების მიზეზები სხვაა, ვითარდება თანდაყოლილი დიპლეგია (ლიპლის დაავადება), რომელიც ხასიათდება ფეხების სისუსტითა და სპასტიკურობით. გამოხატულ შემთხვევებში სპასტიკურობამ შესაძლებელია მთლიანად შებოჭოს ბავშვი. ფეხების გადაჯვარედინების გამო წარმოიქმნება ,,მაკრატლის ტიპის” სიარულის მანერა. ხელები ზიანდება შედარებით იშვიათად. ხშირია ნათხემოვანი და ქერქქვეშა დარღვევები – ატაქსია, დისტნოია, ქორეოათეტოზი. ნათხემის დაზიანების დროს სპასტიკურობის ნაცვლად აღინიშნება ჰიპოტონია. ლიტლის დაავადების დროს ინტელექტი ნორმალურია. როგორც წესი, ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკურ განვითარებაში. გამოყოფენ ცერებრული დამბლის ე. წ. ცერებრულ დისფუნქციურ-რუდიმენტულ ვარიანტს, რომელიც ვლინდება მსუბუქი დარღვევებით, ოდნავ შესამჩნევი მოძრაობითი დეფექტებით, ეპილეფსიური ეპიზოდებით, პრაქსისისა და გნოზისის ზოგიერთი დეფექტებით. მსგავს ჯგუფს შეადგენს ე. წ. მოუხერხებელი ბავშვები, რომელთა სწავლება წარმოადგენს გარკვეულ სირთულეებს.

ბავშვთა ცერებრული დამბლა – მკურნალობა დაფუძნებულია მოძრაობის შესწავლის მრავალწლიან პროგრამაზე. კონტრაქტურები კორეგირდება ქირურგიულად. ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

ბავშვთა ცერებრული დამბლა პროგნოზი.მძიმე შემთხვევებში ბავშვი იშვიათად აღწევს 1 – 2 წლამდე, იღუპებიან ჩვეულებრივ პნევმონიით. საშუალოდ ავადმყოფთა 25%-ში აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუჯობესება, 50% – ში მკურნალობა იძლევა მოტორული დეფექტების მეტ-ნაკლებ შემსუბუქებას, 25%-ში იგი არაეფექტურია. მნიშვნელოვანი პროგნოზული მომენტია ასევე ინტელექტუალური დეფექტის ხარისხი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები