სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

კომა – უეცრად ან თანდათანობით განვითარებული უგონო მდგომარეობა, რომელსაც ახლავს გულის მუშაობის, სუნთქვის რიტმის, ასევე მგრძნობელობისა და სხვ. დარღვევები.

ეტიოლოგია: ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი, ინფექცია, ეპილეფსიური სტატუსი, ტვინის სიმსივნეები, ეგზოგენური ინტოქსიკაციები, სისტემური მეტაბოლიზმის დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ურემია, ეკლამფსია, თირეოტოქსიკოზი და სხვ.). კომის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის ღეროს აღმავალი აქტივიზირებული სისტემებისა და შუამდებარე ტვინის დაზიანება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევების გამოხატულების მიხედვით კომას ყოფენ რამდენიმე ხარისხად: მსუბუქი ხარისხის დროს ავადმყოფები რეაგირებენ მტკივნეულ გაღიზიანებაზე; შენარჩუნებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეფლექსები, კორნეალური და გუგის, ზოგჯერ შენარჩუნებულია მყესოვანი რეფლექსები, ბაბინსკის რეფლექსი. კომის გამოხატული ხარისხი: რეაქცია აღინიშნება მხოლოდ ინტენსიურ ტკივილზე, დარღვეულია ყლაპვა, თუმცა საკვების მოხვედრისას სასუნთქ გზებში წარმოიქმნება რეფლექტორული ხველა; სუნთქვა სტრიდოროზულია, არაიშვიათად ჩეინ-სტროქსის ტიპის. ღრმა კომა: არეფლექსია, ატონია, მიდრიაზი, სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის ღრმა დარღვევები. უკიდურესი (ტერმინალური) კომა: ავადმყოფის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია მხოლოდ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისა და გულის სტიულაციის ხარჯზე.

მკურნალობა. ტარდება პათოგენეტიკური თერაპია. ყველა სტადიის დროს ნაჩვენებია რეანიმაციული ღონისძიებები. პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზზე და ტვინის ღეროს დაზიანების სიმძიმეზე. ღრმა კომის დროს პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა; აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა ზღვარს გადასული კომის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2194 times by 1053 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka