სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

შაკიკისმიერი ნევრალგია -  მკვეთრი ტკივილის პაროქსიზმები საფეთქელ-ორბიტის მიდამოში, რომელიც მეორდება დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის.

სიმპტომები, მიმდინარეობა. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. იწყება ცალმხრივი ტკივილის შეტევებით ირადიაციით ყბაში, ყურში და კისერში, რომელიც წარმოიქმნება უეცრად და ასევე უეცრად გაივლის. ტკივილს თან ახლავს ცრემლდენა, რინორეა, ჰიპერსალივაცია; სახე ჰიპერემიულია, ავადმყოფები გრძნობენ სისხლის მოწოლას სხეულის ზედა ნახევრში. თანდათანობით თავის ტკივილი აღწევს უმაღლეს ხარისხს – ავადმყოფები მოუსვენრად არიან, ყვირიან. შეტევის ხანგრძლივობა 5-10 წუთიდან 1-2 საათამდეა, დღეში რამოდენიმეჯერ; სერიების ხანგრძლივობა რამდენიმე დღე ან თვეა. ტკივილის პაროქსიზმები მონაცვლეობს სრული გამოჯანმრთელების ხანგრძლივ პერიოდებთან. მამაკაცები ავადდებიან გაცილებით ხშირად, ვიდრე ქალები.

პროგნოზი. ეფექტური პროფილაქტიკური მკურნალობა არ არსებობს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1323 times by 678 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka