სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ptoziმიასთენია – ქრონიკული ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომლის ძირითადი გამოვლინებაა კუნთების პათოლოგიური სისუსტე და გადაღლილობა.

ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

პათოგენეზი განპირობებულია გამტარობის ბლოკირებით მონონევრული სინაფსის დონეზე. აშკარაა ავტოიმუნური მექანიზმების თანამონაწილეობა. არსებითი როლი ეკუთვნის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას. ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადების დასაწყისი აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, ძირითადად კი ახალგაზრდებში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. პირველი ნიშნებია თვალის მამოძრავებელი ნერვის დარღვევები (პტოზი, გარეთა ოფთალმოპლეგია, გაორება), რომლებსაც მოგვიანებით უერთდება კუნთებისა და ჩონჩხის მუსკულატურის პარეზები. პარეზების გამოხატულება ძლიერდება საღამოს საათებში. კუნთების პათოლოგიური გადაღლილობა ვითარდება  განმეორებითი მოძრაობების დროს. ამასთან პარეზები ღრმავება ან ვლინდება კუნთების ინტაქტურ ჯგუფებში. ატროფიები, მგრძნობელობისა და რეფლექსების დარღვევები არ აღინიშნება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიასთენია შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუნთთა გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ დროთა განმავლობაში პროცესი გენერალიზდება. ზოგჯერ არახელსაყრელი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ან სპონტანურად წარმოიქმნება სასუნთქი მუსკულატურის სისუსტე, ზოგჯერ ყლაპვის დარღვევებით. აღნიშნული სასიცოცხლო მნიშვნელობის დარღვევები განიხილება როგორც მიასთენური კრიზი. ელექტრომიოგრაფია ავლენს დამახასიათებელ მიასთენურ რეაქციას.

პროგნოზი. ავადმყოფთა 15-20% იღუპება სუნთქვის უკმარისობის ან სხვა ინტერკურენტული ინფექციებისაგან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3821 times by 2109 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka