სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

მიელიტი – ზურგის ტვინის ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსები ან ვაქცინაციებისა და დემიელინიზირებადი პროცესების დროს განვითარებული ნეიროალერგიული რეაქციები, იშვიათად ჩირქმბადი ფლორა; დაზიანების მიდამოში, ჩვეულებრივ გულმკერდის ქვედა ნაწილში, აღინიშნება შეშუპება, ჰიპერემია, მრავლობითი თრომბირებული სისხლძარღვები პერივასკულური ანთებითი ფოკუსებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დასაწყისი მწვავე ან ქვემწვავეა, ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მომატება. წარმოიქმნება ინტენსიური ტკივილები დაზიანების დონეზე, რომელსაც თან სდევს სხეულის ქვედა ნაწილებისა და კიდურების დამბლა. დაზიანებული უბნიდან აღინიშნება მგრძნობელობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. ვლინდება მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა; წარმოიქმნება ბაბინსკის სიმპტომი. თავ-ზურგტვინის სითხეში აღინიშნება ჰიპერალბუმინოზი და პლეოციტოზი. გიიენ-ბარეს მწვავე დემიელინიზირებად პოლირადიკულონევროპათიას, განსხვავებით მიელიტისაგან თან არ ახლავს გამტარობის დარღვევები. მიელიტისაგან თითქმის არ განსხვავდება ეპიდურიტი; ზურგის ტვინის ინსულტი კლინიკური სურათით მოგვაგონებს მიელიტს, მაგრამ გამოირჩევა თავ-ზურგტვინის სითხის ნორმალური შემადგენობითა და დაზიანების ლოკალიზაციით, როგორც წესი, წინა სპინალური არტერიის აუზში.  ზოგჯერ მიელიტის სიმპტომები შერწყმულია მხედველობის ნერვის ნევრიტთან, წარმოქმნის ოპტიკომიელიტის სინდრომს, ან დევიკის დაავადებას, რომელიც ახლოსაა დემიელინიზირებად დაავადებასთან.

პროგნოზი. აღმავალი პიოგენური მიელიტები ჩვეულებრივ მთავრდებიან ლეტალურად. თუმცა დროულად დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლებელია იხსნას ავადმყოფი. უხეში დაზიანების დროს რჩება მყარი პარაპლეგია. შედარებით იოლ შეთხვევებში შესაძლებელია ფუნქციის აღდგენა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1005 times by 506 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka