ლალი დათეშიძე
მიელოპათია – ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებების კრებითი ცნება, რომელიც გამოწვეულია მის გარეთ ლოკალიზებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად.
ეტიოლოგია: კისრის ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი, ხერხემლის არხის თანდაყოლილი სტენოზი, სხივური თერაპია, ალკოჰოლიზმი, ინტოქსიკაცია, პარანეოპლასტური დარღვევები.
პათოგენეზი: ქრონიკული იშემია, დეგენერაციული ცვლილებები, მექანიკური კომპრესია, ხშიარდ რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად ზიანდება ზურგის ტვინის კისრის ნაწილი. კისრის ოსტეოქონდროზისა და ათეროსკლეროზის დროს მიელოპათია ზოგჯერ მიმდინარეობს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის მსგავსი კლინიკით. ანალოგიური სიტუაცია წარმოიქმნება ასევე კარცინომატოზული ნეირომიელოპათიის დროს. სიმპტომატიკა განისაზღვრება დაზიანების

დონითა და პროცესში სპინური სტრუქტურების ჩართვით. მიელოპათიების უმრავლესობისათვის დამახასიათებელია პროგრედიენტული მიმდინარეობა. თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობა ჩვეულებრივ ნორმალურია. დიაგნოზის დადგენაში არსებით როლს ასრულებს სპონდილოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა, კერძოდ, გამოვლინდეს ხერხემლის არხის საგიტალური დიამეტრის კრიტიკული შემცირება; განსაკუთრებით ინფორმატიულია ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ყველა საეჭვო შემთხვევებში ნაჩვენებია მიელოგრაფია.
მკურნალობა სიმპტომატურია. დისკოგენური მიელოპათიის დროს, თუკი დადგინდა ზურგის ტვინის გაჭყლეტის დადასტურებული ნიშნები ტარდება დეკომპრესიული ლამინექტომია.
პროგნოზი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა. თუმცა ყველაზე უფრო ხშირი კისრის დისკოგენური მიელოპათიის დროს ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლებელია პროცესის სტაბილიზაცია და მდგომარეობის არსებითი გაუჯობესება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1511 times by 683 viewers



