ნარკოლეფსია narcolepsy

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ნარკოლეფსია – ძილიანობის პაროქსიზმები, გარეგან სიტუაციაზე დამოკიდებულების განვითარებით.

ეტიოლოგია. დაავადება უკავშირდება ჰიპოთალამუსისა და ტვინის ღეროს დაზიანებას (სიმსივნე, ენცეფალიტი), ან ატარებს უცნობი ბუნების იდიოპათიკური დაავადების ხასიათს.

პათოგენეზი. რეტიკულური სისტემის დისფუნქცია.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ძილის განმეორებითი შეტევები, რომელიც არაფრით განსხვავდება ნორმალური ძილისაგან, მაგრამ დგება არაადეკვატურ სიტუაციაში. ძილის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია, იშვიათად რამდენიმე საათი, პაროქსიზმების სიხშირე ერთიდან რამოდენიმემდეა დღის განმავლობაში. მრავალი ავადმყოფი უჩივის კატაპლექსიას, რომლის დროსაც ნათელი გონების ფონზე ხდება კუნთოვანი ტონუსის გამოთიშვა, რაც იწვევს დაცემას; კატაპლექსია უმრავლეს შემთხვევაში პროვოცირდება მკვეთრი დადებითი და უარყოფითი ემოციებით. კატაპლექსიასთან ახლოსაა შემდეგი სიმპტომთკომპლექსი – ძილის დამბლები: მოძრაობის შეუძლებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოღვიძების შემდეგ; შედარებით იშვიათი სიმპტომებია: ჰიპნაგოგური ჰალუციანაციები (ჰალუცინაციები ჩაძინების დროს), ფსიქიკური ეპიზოდები, სომნაბულიზმი, დიპლოპია ძილის დამბლების დროს, ღამის ძილის დარღვევა. დღის ძილიანობა, რომელიც მოგვაგონებს ნარკოლეფსიას, აღინიშნება პიკვიკის სინდრომის დროს: სიმსუქნე, ფილტვისმიერი გული, მოუსვენარი ღამის ძილი აპნოეთი და უჩვეულოდ ხმამაღალი ხვრინვით. განსხვავებით ნარკოლეფსიისაგან, ამ სინდრომის დროს ადგილი არა აქვს არც ნარკოლეფსიას არც ძილის დამბლას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988