ლალი დათეშიძე
მონონევროპათიები (ნევრიტები და ნევრალგიები) – ცალკეული ნერვული ღეროს იზოლირებული დაზიანება.
ეტიოლოგია. დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული ღეროს ტრავმა, კომპრესია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ნერვის ზედაპირული მდებარეობა ძვალზე ან მისი გამავლობა არხებში, რომლებიც წარმოქმნილია ძვალ-იოგოვანი და კუნთოვანი ელემენტებისაგან. ასეთ დროს ნერვული ღეროების შესაბამისი უბნები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ქრონიკული პროფესიული ან სპორტული ტრავმისადმი და სხვ. ასევე ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, იშემიით გამოწვეული კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს. ცალკეული ნერვების უშუალო ინფიცირება საკმაოდ იშვიათია (დამახასიათებელია მხოლოდ კეთრისათვის). მრავალ შემთხვევაში დაავადების ეტიოლოგია გაურკვეველია.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ნერვის ძირითადი ღეროს დაზიანება იწვევს მისი ყველა ფუნქციის გამოთიშვას. შედარებით დისტალური უბნები იწვევენ მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევებს. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ნერვული ბოჭკოების დაზიანების ხარისხზე. ქვემოთ აღწერილია მხოლოდ კიდურების ნერვების სრული გაწყვეტის სინდრომები მათ პროქსიმალურ განყოფილებებში, ასევე ყველაზე ხშირი მონონევროპათიების კლინიკური მიმდინარეობა.
იდაყვის ნერვის ნევრიტი: IV და V თითების მოხრის შეუძლებლობა და მისი დეფორმაცია; ბოლო ორი თითი იმყოფება განზიდვის მდებარეობაში; მტევნის ულნარული ზედაპირის ანესთეზია, ასევე IV და V თითებისა. ხშირად ნერვი იჭყლიტება კუბიტალურ არხში მხრის ძვლის შიგნითა ციბრუტთან.
სხივის ნერვის ნევრიტი: გაშლის შეუძლებლობა იდაყვისა და სხივ-მაჯის სახსარში (,,ჩამოკიდებული მტევანი”); m. triceps რეფლექსის გამოვარდნა; მხრის უკანა ზედაპირის, წინამხრის და 1 თითის ანესთეზია. ყველაზე უფრო ხშირად ნერვი ზიანდება იქ, სადაც იგი სპირალურად ეხვევა მხრის ძვალს.
შუამდებარე ნერვის ნევრიტი: მტევნის პრონაციისა და პირველი სამი თითის მოხრის შეუძლებლობა; ხელისგულის ლატერალური ზედაპირის, I-III თითებისა და IV თითის ლატერალური ზედაპირის ანესთეზია. ხშირად ნერვი ზიანდება მაჯის არხში.
ბარძაყის ნერვის ნევრიტი: მუხლის სახსარში გაშლის შეუძლებლობა; მუხლის რეფლექსის გამოვარდნა; ბარძაყის წინა ზედაპირისა და წვივის მედიალური ზედაპირის ანესთეზია.
საჯდომი ნერვის ნევრიტი: მუხლის სახსარში მოხრის შეუძლებლობა, ტერფის დამბლა; აქილევსის რეფლექსის გამოვარდნა; წვივისა და ტერფის ანესთეზია.
წვივის დიდი ძვლის ნერვის ნევრიტი: ტერფისა და თითების ფეხისგულისაკენ მოხრის შეუძლებლობა, აქილევსის რეფლექსის გამოვარდნა (სიარული თითებზე შეუძლებელია); ტერფის ფეხისგულის ზედაპირის ანესთეზია. ნერვის დისტალური ნაწილი იჭყლიტება.
მცირე წვივის ძვლის ნერვის ნევრიტი: ტერფის ზურგისმხრივი მოხრის შეუძლებლობა; წვივის გარეთა ზედაპირისა და ტერფის ზურგის ანესთეზია.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ფესვურ სინდრომებთან და წნულების დაზიანებებთან.
მკურნალობა. სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, В ჯგუფის ვიტამინები, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 923 times by 486 viewers



