სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

ოფთალმოპლეგია – თვალის კუნთის დამბლა თვალის მამოძრავებელი ნერვების დაზიანების შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდი ტვინის არტერიული წრის სისხლძარღვების ანევრიზმები, ტვინის ბაზალური სიმსივნეები, ტვინის თიაქარისებრი გამობერვა ინტრაკრანიული წნევის მომატების დროს, თვალის მამოძრავებელი ნერვების იშემიური ნევროპათიები, ტვინის ღეროს დაზიანება (ინსულტები, სიმსივნეები, ენცეფალიტები, ალკოჰოლური ენცეფალოპათია), გაფანტული სკლეროზი, ბოტულიზმი, სეპტიკური თრომბოზი და სხვა დარღვევები, მენინგიტები. ყველა ამ შემთხვევაში ოფთალმოპლეგია ატარებს ნევროგენულ ხასიათს. თვალის კუნთების უშუალო დაზიანების მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში არის მიასთენია, ენდოკრინული ოფთალმოპათია, ორბიტის სიმსივნეები, ოკულარული მიოპათია.

სიმპტომები. თვალის კაკლის მოძრაობის შეზღუდვა, გაორება, არაიშვიათად პტოზი; ვეგეტატიური ბიჭკოების ჩართვისას – მიდრიაზი, გუგის რეაქციების მოშლა. სისხლძარღვთა ანევრიზმისათვის დამახასიათებელია ოფათალმოპლეგიის შერწყმა სამწვერა ნერვის პირველი ტოტის დაზიანებასთან. მღვიმოვანი წიაღის სინდრომი წარმოდგენილია ნაწილობრივი ან სრული გარეთა ან შიგნითა ოფთალმოპლეგიით და სამწვერა ნერვის პირველი და მეორე ტოტის დაზიანებით. ეს სიმპტომთკომპლექსი ხშირად განპირობებულია სიმსივნით, რომელიც მდებარეობს თურქულ კეხთან. მღვიმოვანი სინუსის თრომბოზის დროს ოფთალმოპლეგიას თან ახლავს ეგზოფთალმი, თავის ტკივილი, პერიორბიტული ქსოვილებისა და კონიუნქტივის შეშუპება, მხედველობის დარღვევა; თუკი თრომბოზი ატარებს სეპტიკურ ხასიათს, მას თან ერთვის ზოგადინფექციური ხასიათის სიმპტომები. კაროტიდულ-მღვიმოვანი ფისტულის დროს ოფთალმოპლეგია შერწყმულია პულსირებად ეგზოფთალმთან, კონიუნქტივის ჰიპერემიასთან და სისხლძარღვოვან შუილთან თვალის აუსკულტაციის დროს.

განსაკუთრებულ ვარიანტს წარმოადგენს ტულუზ-ხანტის სინდრომი ან მტკივნეული ოფთალმოპლეგია – დაავადება, რომელიც განპირობებულია საძილე არტერიის არტერიიტით მღვიმოვან წიაღში. კლინიკური სურათი: მწვავედ განვითარებული ოფთალმოპლეგია, ძლიერი ტკივილით ორბიტაში და შუბლის მიდამოში; აღინიშნება ედსის მომატება;

დიაგნოსტიკაში გვეხმარება დაავადების სწრაფი რეგრესი გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების დანიშვნისას. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მტკივნეული ოფთალმოპლეგიის სიმპტომთკოპლექსი შესაძლებელია განვითარდეს ასევე სხვა დაავადებების დროსაც: ეთმოიდული სინუსიტი, თვალის ზედა ნაპრალის პერიოსტიტი, ანევრიზმა, საფეთქლისმიერი არტერიიტი, ოფთალმოპლეგიური შაკიკი, მღვიმოვანი წიაღის თრომბოზი, herpes zoster ophthalmicus. თვალის გარეთა კუნთების უშუალო დაზიანების ხშირი მიზეზია მიასთენია.

ეგზოფთალმური ოფთალმოპლეგია განპირობებულია ჰიპოფიზის ეგზოფთალმოგენური ფაქტორის ჭარბი სეკრეციითა და თირეოიდული ჰორმონის განსაკუთრებული სუბსტანციით.

კლინიკური სურათი: ეგზოფთალმი და თვალის მოძრაობის დარღვევა.
ოფთალმოპლეგიის დროს ტარდება გამოკვლევები: კრანიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოორბიტოგრაფია, ანგიოგრაფია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1334 times by 609 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka