სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

პლექსოპათიები - ნერვული წნულების დაზიანება (კისრის, მხრისა და გავა-წელის). ხშირად გვხვდება მხრის წნულის დაზიანება.

ეტიოლოგია. ტრავმა (მშობიარობა, მხრის სახსრის ამოვარდნილობა, საავტომობილო კატასტროფა და სხვ.), ინფექცია (herpes zoster), ავტოიმუნური დარღვევები (შრატის შეყვანა), სიმსივნეები, რადიაცია, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი.

კლინიკა. გამოყოფენ მხრის პლექსოპათიის სამ სახეს. С5 და С6 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება ერბის სინდრომი: დელტისებრი კუნთის დამბლა (ხელის განზიდვის შეუძლებლობა), ორთავა კუნთისა და სუპინატორის დამბლა (წინამხრის მოხრის შეუძლებლობა), ქედზედა და ქედდქვედა კუნთების დამბლა (გარეთა როტაციის შეუძლებლობა, m. biceps რეფლექსის შეუძლებლობა, მხრის ზედა გარეთა ნაწილის ანესთეზია). C8 და D1 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება დეჟერინ-კლიუმპკეს სინდრომი: მტევნების დამბლა, გორნერის სინდრომი.

მხრის წნულის ტოტალური დაზიანების დროს ვითარდება მხრის სარტყლისა და მთლიანი ხელის კუნთების დამბლა და ამავე ზონებში მგრძნობელობის მოშლა. მხრის პლექსოპათიის ერთ-ერთი ვარიანტია ნევრალგიური ამიოტროფია: მკვეთრი ტკივილებს მოჰყვება ზედა კიდურების პროქსიმალური ნაწილების მასიური ატროფიული დამბლა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 854 times by 391 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka