ლალი დათეშიძე
ზურგის ტვინის სიმსივნეები – შეადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების 15%-ს. გამოყოფენ ექსტრა- და ინტრამედულურ სიმსივნეებს.
ექსტრამედულური სიმსივნეები მდებარეობენ ზურგის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ და მასზე. ექსტრამედულური სიმსივნეები, როგორც წესი, ავთვისებიანია (მეტასტაზები). სუბდურულ სიმსივნეებს შორის 70% არის ექსტრამედულური და 30% ინტრამედულური. განსაკუთრებით ხშირი

სუბდურული ექსტრამედულური სიმსივნეებია ნევრინომები (30%) და მენინგიომები (25%). ექსტრამედულური სიმსივნის ტიპიური სურათი წარმოდგენილია სამი სტადიით: ფესვური ტკივილის სტადია, ზურგის ტვინის ნაწილობრივი კომპრესიის სტადია და ზურგის ტვინზე სრული ზეწოლის სტადია. ფესვურ ტკივილებთან ერთად თანდათანობით მატულობს პარა- ან ტეტრაპარეზი, მგრძნობელობის გამოთიშვა და მენჯისმიერი დარღვევები.
ინტრამედულური სიმსივნეები – ხშირად გლიომები; კონუსისა და ცხენის კუდის მიდამოში არაიშვიათია ეპენდიმომები. განსხვავებით ექსტრამედულური სიმსივნეებისაგან, რომელთა დროსაც მგრძნობელობითი და მოტორული დარღვევები მატულობს ქვევიდან ზევით, ინტრამედულურისათვის დამახასიათებელია სპინური სიმპტომატიკის განვითარება ზევიდან ქვევით. დიაგნოსტიკისათვის გამოყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და (ან) მიელოგრაფია.
მკურნალობა ქირურგიულია. განსხვავებით ექსტრამედულური სიმსივნეებისაგან, ინტრამედულური სიმსივნე უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა ამოიკვეთოს. ამიტომ, ავადმყოფთა უმრავლესობაში ინტრასპინური გლიომის არსებობისას ოპერაცია შემოიფარგლება დეკომპრესიული ლამინექტომიით, შემდგომ კი ტარდება სხივური თერაპია.
პროგნოზი. დროულად ამოკვეთილი ნევრინომები და მენინგიომები უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება გამოჯანმრთელებით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1055 times by 543 viewers



