ლალი დათეშიძე
თავის ტვინის სიმსივნეები - თავის ტვინის სიმსივნეები იყოფა გლიომებად (60%), მენინგიომებად, ქალას ნერვების ნევრინომებად, მეტასტაზურ, თანდაყოლილ და სხვა სახის სიმსივნეებად. სიმსივნე

შეიძლება იყოს ტვინშიგა (გლიომები) და ტვინგარეთა (მენინგიომები, ნევრინომები), მდებარეობის მიხედვით – ნახევარსფეროს, ინტრა- და პარასელარული და სუბტენტორიალური. ტვინში მეტასტაზები ხშირად ვითარდება ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის დროს, ტვინში იშვიათად მეტასტაზირდება სარკომა, მელანობლასტომა. ბავშვებში ტვინის სიმსივნეტა უმრავლესობა ვითარდება ნათხემში (მედულობლასტომა, ასტროციტომა).

სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი წარმოდგენილია ტვინის ზოგადი და ლოკალური ნიშნებით. ტვინის ზოგადი ნიშნები განპირობებულია ქალაშიდა წნევის მომატებით: თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვების შეგუბებითი დისკოები და სხვ. სიმსივნის

ჰისტოლოგიური სტრუტურის და მისი ლოკალიზაციის მიხედვით ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების განვითარების სიჩქარე ფართოდ ვარირებს. ხშირად კლინიკური სურათი ფორმირდება თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში. კეროვანი სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე.
შუბლის წილის სიმსივნე: ფსიქიკის ცვლილება, მეხსიერების დეფექტები, ეპილეფსიური შეტევები, მეტყველების მოშლა, ანოსმია სიმსივნის მხარეზე.
თხემის წილის სიმსივნე: ლოკალური კრუნჩხვები, მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევა სხეულის მოპირდაპირე მხარეზე, აფაზია მარცხენამხრივი ლოკალიზაციის დროს.
კეფის წილის სიმსივნე: მხედველობის გამოთიშვა მხედველობის საპირისპირო ველებში, მხედველობითი აურა კრუნჩხვითი შეტევის წინ.
საფეთქლის წილის სიმსივნე: ფსიქომოტორული ეპილეფსიური შეტევები, აფაზია, მხედველობის მოშლა მხედველობის მოპირდაპირე ველებში. ნათხემის სიმსივნე: წონასწორობისა და მოძრაობის კორდინაციის მოშლა, ქალაშიდა ჰიპერტენზიის ნიშნების განვითარება.
ჰიპოფიზის სიმსივნის დროს – ნეიროენდოკრინული დარღვევები, ბიტემპორალური ჰემიანოფსია, თურქული კეხის გადიდება.
ინტრაკრანიალური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ანგიოგრაფიას.
მეტასტაზური სიმსივნეების გამოსაცნობად აუცილებელია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა, მამოგრაფია, უროგრაფია. სიმსივნეზე ეჭვის მიტანის დროს აუცილებელია ასევე ჩატარდეს თვალის ფსკერის გამოკვლევა. ტვინის ზოგადი და კეროვანი ცვლილებების მიზეზი, რომლებიც იწვევენ სიმსივნის იმიტაციას, შეიძლება იყოს ტვინის აბსცესი, სუბდურული ჰემატომა, ანევრიზმა.
მკურნალობა. ინტრაკრანიული წნევის შემცირება. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია.
პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ აგებულებაზე და მის ლოკალიზაციაზე. ეფექტურია მენინგიომებისა და ნევრინომების ქირურგიული მკურნალობა. ავთვისებიანი გლიომებისა და მეტასტაზური სიმსივნეების დროს პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 3104 times by 1577 viewers



