ტრემორი

ტრემორი tremor
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტრემორი tremor – კიდურების, თავის, ენისა და სხეულის სხვა ნაწილების უნებლიე რიტმული მოძრაობები, რომელიც წარმოიქმნება აგონისტი-და ანტაგონისტი კუნთების მორიგეობითი შეკუმშვის შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნერვული სისტემის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტრემორის წარმოქმნაზე, არასაკმარისადაა შესწავლილი. ის შეიძლება აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანსაც, თუმცა ამპლიტუდა იმდენად დაბალია, რომ ტრემორი შეუმჩნეველია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პათოლოგიური ტრემორი შეიძლება იყოს სტატიკური (წარმოიქმნება მშვიდ მდგომარეობაში მყოფ სხეულის ნაწილში), პოსტურალური (ტრემორი გარკვეულ მდებარეობაში) და ინტენციური (წარმოიქმნება აქტიური მოძრაობის დროს).
სტატიკური ტრემორი დამახასიათებელია პარკინსონიზმისათვის, ასევე ჰეპატურ-ცერებრული დისტროფიისა და ვერცხლისწყლით მოწამვლის დროს.
პოსტურალური ტრემორი აღინიშნება პარკინსონიზმის, თირეოტოქსიკოზის დროს, ალკოჰოლითა და ლითიუმით მოწამვლისას, ასევე შფოთვისა და დაღლილობის დროს.
ინტენციური ტრემორი, როგორც წესი, წარმოადგენს ნათხემისა და მისი კავშირების დაზიანების შედეგს.
შედარებით ხშირია სტატიკური და პოსტურალური ტრემორი.

ტრემორილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ტრემორი – კიდურების, თავის, ენისა და სხეულის სხვა ნაწილების უნებლიე რიტმული მოძრაობები, რომელიც წარმოიქმნება აგონისტი-და ანტაგონისტი კუნთების მორიგეობითი შეკუმშვის შედეგად
🔎 განარჩევენ პათოლოგიური ტრემორის რამდენიმე სახეს:
➡️ სტატიკური ტრემორი – წარმოიქმნება მშვიდ მდგომარეობაში მყოფ სხეულის ნაწილში;
➡️ პოსტურალური ტრემორი – წარმოიქმნება გარკვეულ მდებარეობაში;
➡️ ინტენციური ტრემორი – წარმოიქმნება აქტიური მოძრაობის დროს
📌 სტატიკური ტრემორი დამახასიათებელია:
✅ პარკინსონიზმისათვის;
✅ ჰეპატურ-ცერებრული დისტროფიისთვის;
✅ ვერცხლისწყლით მოწამვლის დროს
👉 გაიგეთ მეტი არჩილ შენგელიასა და ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3bdolRB
#ტრემორი #ტრემორისმიზეზები #სტატიკურიტრემორი #პოსტურალურიტრემორი #ინტენციურიტრემორი #პათოლოგიურიტრემორი #კუნთებისუნებლიეშეკუმშვა #კუნთებისტრემორი #რაიწვევსტრემორს #ინტენსიურიტრემორი #გაფანტულისკლეროზი #ინსულტი #ფარისებრიჯირკვლისდაავადება #ღვიძლისუკმარისობა #ალკოჰოლისმოხმარება #ნეიროდეგენერაციულიპრობლემები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ნერვული სისტემის დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian