ლალი დათეშიძე
პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია – კუნთოვანი ქსოვილის ესენციური პროგრესირებადი დეგენერაცია, რომელიც წარმოიქმნება ნერვული სისტემის რაიმე დაზიანების გარეშე და იწვევს კუნთების გარკვეული ჯგუფების მძიმე ატროფიასა და სისუსტეს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზი უცნობია; დაავადება ხშირად ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. ხდება კუნთოვანი ბოჭკოების პროგრესული დაღუპვა და მათი ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება ბავშვობაში. წარმოიქმნება კიდურების პროქსიმალური ნაწილების, მხრის და (ან) მენჯის

სარტყლის კუნთების სისუსტე. სიარული ხდება იხვისებური, ვითარდება ჰიპერლორდოზი, სკოლიოზი, ,,ფრთისებრი” ბეჭები”; პროგრესირებს კუნთების ატროფია, ხოლო კუნთების ზოგიერთ ჯგუფებში სისუსტეს თან ახლავს ფსევდოჰიპერტროფია; ვითარდება კონტრაქტურები. დაზიანებულ კუნთოვან ჯგუფებში თადათანობით ქრება ღრმა რეფლექსები. ელექტრომიოგრაფიით ვლინდება პირველად-კუნთოვანი დაზიანებისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; როგორც წესი, სისხლში მატულობს ზოგიერთი ფერმენტის დონე (კრეატინფოსფოკინაზა და სხვ.). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნევროგენულ ატროფიებთან (სირინგომიელია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, პოლინევროპათიები).
მკურნალობა სიმპტომატურია.
პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. სპონტანური და მნიშვნელოვანი რემისიები არ აღინიშნება. უძრაობა ქმნის მეორადი ინფექციის განვითარების პირობებს, ხშირად – პნევმონიის. დაავადება გრძელდება წლობით. გამოყოფენ კუნთოვანი დისტროფიის ავთვისებიან და შედარებით კეთილთვისებიან ვარიანტებს; უკანასკნელ შემთხვევაში დაავადება გავლენას არ ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1478 times by 709 viewers



