ლალი დათეშიძე
ფაკომატოზები – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლის დროსაც ნერვული სისტემის დაზიანებას თან ახლავს კანის ან ქორიორეტინული ანგიომატოზი.
რეკლინჰაუზენის ნეიროფიბრომატოზი. დამახასიათებელია პერიფერიული ნერვების მრავლობითი ნეიროფიბრომები; არაიშვიათად ნეიროფიბრომები ლოკალიზდებიან ინტრაკრანიულად და ინტრასპინურად, ახდენენ ზეწოლას ტვინზე. კანზე წარმოიქმნება პიგმენტური ლაქები, კანსა და კანქვეშა უჯრედისში – მრავლობითი სიმსივნეები. რიგ შემთხვევებში აღინიშნება სკოლიოზი, ძვლის ცისტები. მრავალ ავადმყოფს სისხლში აღენიშნება ნერვული სისტემის ელემენტების ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორის შემცველობის მომატება. დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია თუ რამდენად მისადგომია ამოკვეთის თვალსაზრისით თავის და ზურგის ტვინის სიმსივნე.
გიპელ-ლინდაუს დაავადება (ცერებრულ-რეტინული ანგიომატოზი) – თავის ტვინის ანგიობლასტომის შერწყმა ბადურის ანგიომატოზთან. ამას შესაძლოა თან ახლდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ცისტები, თირკმელების ცისტები ან სიმსივნეები, ასევე პოლიციტემია. ანგიობლასტომის დროულად ამოკვეთის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ტუბეროზული სკლეროზი (ბურნევილის დაავადება) – გლიის სიმსივნისებური ზრდა, რომელიც ვლინდება ბავშვობის ასაკში. დამახასიათებელია ტრიადა: პროგრესირებადი ჭკუასუსტობა, კრუნჩხვითი გულყრები და სახის ცხიმოვანი ჯირკვლების პიგმენტური ადენომები. არაიშვიათია გულის, თირკმელების, ფილტვების სიმსივნეები, პერივენტრიკულური კალციფიკატები. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
სტერჟ-ვებერის დაავადება (ენცეფალურ-ტრიგემინული ანგიომატოზი). დამახასიათებელია ანგიომატოზური პიგმენტური ლაქები, განსაკუთრებით შუბლის არეში, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, ჰემიპარეზი, კონტრლატერალური პიგმენტური
ლაქები სახეზე, ჰემიანოფსია. კრანიოგრფიულად ვლინდება კალციფიკატები, რომლებსაც საფუძვლად უდევთ ტვინის თხემ-ოქციპიტური ნაწილის ანგიომატოზი. პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, შესაძლებელია თუ არა კრუნჩხვითი სინდრომის მოხსნა. ასეთ შემთხვევაში ფსიქიკა შესაძლოა არ დაზიანდეს და ბავშვები ვითარდებიან ნორმალურად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1532 times by 652 viewers



