ლალი დათეშიძე
პოსტპუნქციური სინდრომი – თავის ტკივილი და მენინგიზმის მოვლენები, რომელიც წარმოიქმნება ლუმბური პუნქციის შემდეგ.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლიკვორული ჰიპოტენზია, რომელიც განპირობებულია ცერებრულ-სპინური სითხის გაღწევით ზურგის ტვინის გარსებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თავის ტკივილი წარმოიქმნება ჩვეულებრივ პუნქციიდან მე-2 დღეზე და ვლინდება დაახლოებით ავადმყოფთა 1/5-ში. ტკივილი არის პოსტურალური, წარმოიქმნება ავადმყოფის წამოდგომის მცდელობისას და ქრება ჰორიზონტალურ მდებარეობაში. თავის ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ვეგეტატიური ლაბილობა, მსუბუქი მენინგეალური ნიშნები. თავის ტკივილი სპონტანურად ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, იშვიათად გრძელდება 2-3 კვირის მანძილზე. ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევით ცეფალგიის პიკის დროს ვლინდება წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სითხის ნორმალური შემადგენლობის დროს. სუბფებრილური ტემპერატურა, რომელიც თან ახლავს მენინგიზმს, არაიშვიათად იძლევა მცდარ ეჭვს გარსქვეშა სივრცის ინფიცირებაზე. ამასთანავე მენინგიტი გართულებული პუნქციით საკმაოდ იშვიათი კაზუისტიკაა. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, სითხეები (3-4 ლ/დღეში). შედარებით გამოხატული სიმპტომების დროს ინიშნება ანალგეტიკები, ტრანკვილიზატორები; პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1183 times by 419 viewers



