ლალი დათეშიძე
სპინური ამიოტროფია – მემკვიდრეობითი ქრონიკული დაავადებების ჯგუფი; ხასიათდება პროგრესირებადი ატროფიული პარეზებით, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის წინა რქების დაზიანებით.
ვერდნიგ-გოფმანის ბავშვთა სპინური ამიოტროფია ვლინდება სიცოცხლის პირველ წელზე. თავდაპირველად ზიანდება ტანისა და ფეხების კუნთები, მოგვიანებით პროცესში ერთვება კუნთების ყველა ჯგუფი, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც ინერვირდებიან ქალას ნერვებით. მყესოვანი რეფლექსები ქრება; ტიპიურია ფასციკულარული კრთომები. მგრძნობელობა და მენჯის ფუნქციები დარღვეული არ არის. დაავადების გვიანდელ სტადიებში ვითარდება კონტრაქტურები და ჩონჩხის დეფორმაცია. ეფექტური მკურნალობა არ არსებობს; დაავადება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ მთავრდება სიკვდილით.
კუგელბერგ-ველანდერის კეთილთვისებიანი სპინური ამიოტროფია. ატროფიული პარეზები და ფასციკულაციები ხშირად ვლიდება ბავშვობაში და ახალგაზრდობაში. ზიანდება უპირატესად კიდურების პროქსიმალური ნაწილები. პროცესი თანდათანობით გენერალიზდება, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფი ინარჩუნებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას. პარაკლინიკური მონაცემები ავლენენ როგორც ნეიროგენული ამიოტროფიისათვის, ასევე მიოდისტროფიისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს. მკურნალობა სიმპტომატურია.
პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1039 times by 484 viewers



