ლალი დათეშიძე
ტრემორი - კიდურების, თავის, ენისა და სხეულის სხვა ნაწილების უნებლიე რიტმული მოძრაობები, რომელიც წარმოიქმნება აგონისტი-და ანტაგონისტი კუნთების მორიგეობითი შეკუმშვის შედეგად. ნერვული სისტემის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტრემორის წარმოქმნაზე, არასაკმარისადაა შესწავლილი. ტრემორი შეიძლება აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანსაც, თუმცა ამპლიტუდა იმდენად დაბალია, რომ ტრემორი შეუმჩნეველია. პათოლოგიური ტრემორი შეიძლება იყოს სტატიკური (წარმოიქმნება მშვიდ მდგომარეობაში მყოფ სხეულის ნაწილში), პოსტურალური (ტრემორი გარკვეულ მდებარეობაში) და ინტენციური (წარმოიქმნება აქტიური მოძრაობის დროს). სტატიკური ტრემორი დამახასიათებელია პარკინსონიზმისათვის, ესენციური ტრემორისათვის, ასევე ჰეპატურ-ცერებრული დისტროფიისა და ვერცხლისწყლით მოწამვლის დროს. პოსტურალური ტრემორი აღინიშნება პარკინსონიზმის, თირეოტოქსიკოზის დროს, ალკოჰოლითა და ლითიუმით მოწამვლისას, ასევე შფოთვისა და დაღლილობის დროს. ინტენციური ტრემორი, როგორც წესი, წარმოადგენს ნათხემისა და მისი კავშირების დაზიანების შედეგს. შედარებით ხშირია სტატიკური და პოსტურალური ტრემორი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1054 times by 556 viewers



