ლალი დათეშიძე
ინფიცირებული აბორტი – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.) და ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის დაინფიცირება. პათოგენური მიკროორგანიზმები განსაკუთრებით ხშირად აღწევენ საშვილოსნოში კრიმინალური აბორტების დროს. საშვილოსნოდან მიკრობები ვრცელდებიან ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით საკვერცხეებზე, საშვილოსნოს მილებზე, მენჯის პერიტონეუმზე და საშვილოსნოს ირგვლივ ქსოვილზე, იწვევენ სხვადასხვა ლოკალიზებულ და გენერალიზებულ გართულებებს.
ინფექციის გავრცელების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ: 1. გაურთულებელი აბორტი (ინფექცია ლოკალიზებულია საშვილოსნოში); 2. გართულებული აბორტი (ინფექცია ვრცელდება საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ შემოიფარგლება მცირე მენჯის მიდამოთი); 3. სეპტიკური აბორტი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. გაურთულებელი ცხელებით მიმდინარე აბორტის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ლეიკოციტოზი. საშვილოსნო პალპაციით მტკივნეულია; დანამატების, მენჯის პერიტონეუმისა და საშვილოსნოს ირგვლივი ქსოვილების მხრივ ცვლილებები არ აღინიშნება. გართულებული ცხელებით მიმდინარე აბორტი ხასიათდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მუცლის ქვევით ტკივილების გაჩენით, შემცივნებით, მაღალი ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით. საშვილოსნო მგრძნობიარეა პალპაციით, მოისინჯება დანამატები გადიდებულია. როდესაც ანთებით პროცესში ჩართულია მენჯის პერიტონეუმი, მუცლის ქვედა ნაწილებში ვლინდება პერიტონეალური მოვლენები. სეპტიკური აბორტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა: აღინიშნება ძლიერი შემცივნება, გამოხატულია ცხელება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით. შესაძლებელია განვითარდეს სეპტიკური პერიტონიტი, თრომბოფლებიტები, სეპტიკური პნევმონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა. გაურთულებელი ინფიცირებული აბორტის დროს აცილებენ სანაყოფო კვერცხის ნაწილებს (აქტიური მეთოდი) ან იმავე ოპერაციას გადადებენ ინფექციის გამოვლინებების ჩაცხრომამდე (მოცდის მეთოდი). გართულებული და სეპტიკური აბორტის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები მაღალი დოზებით, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ვიტამინები, ვენაში კეთდება გადასხმები. სანაყოფო კვერცხის ნაწილებს აცილებენ მხოლოდ ძლიერი სისხლდენის დროს (სასიცოცხლო ჩვენება).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1044 times by 636 viewers



