ლალი დათეშიძე
ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია – განპირობებულია ორგანიზმში ჟანგბადის შეღწევის შემცირებით ან შეწყვეტით, სისხლში ნივთიერებათა ცვლის დაუჟანგავი პროდუქტების დაგროვებით. ასფიქსიის მიზეზები შესაძლებელია იყოს სამეანო პათოლოგიის სხვადასხვა სახეები, სხვადასხვა ექსტრაგენიტალური დაავადებები, პლაცენტის ფუნქციის დარღვევები, ჭიპისა და საკუთრივ ნაყოფის პათოლოგიები. ჰიპოქსია, მიუხედავად მისი გენეზისა, იწვევს ნაყოფის ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დარღვევებს, რის შედეგადაც ვითარდება აციდოზი, იქმნება პირობები, როდესაც ქსოვილები ვეღარ ითვისებენ ჟანგბადს. ნაყოფის სისხლში ნახშირმჟავას დაგროვება იწვევს სუნთქვის ცენტრის გაღიზიანებას, რაც იწვევს ნაყოფის მუცელშიგა სუნთქვით მოძრაობებს და შედეგად სანაყოფე წყლების ასპირაციას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ ნაყოფის მოსალოდნელ ჰიპოქსიას, ანუ როდესაც სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ სახეზეა არაკეთილსაიმედო სამეანო სიტუაცია, რომლის დროსაც მუცელშიგა ასფიქსია ვითარდება ძალიან ხშირად. დაწყებითი ჰიპოქსია ხასიათდება ნაყოფის ტაქიკარდიით (გულისცემის სიხშირე წუთში 160 და ზევით), რომელიც შემდეგ იცვლება ბრადიკარდიით (გულისცემის სიხშირეა 100 დარტყმა წუთში და ნაკლები); ვლინდება გულის ტონების მოყრუება და არითმია. ასფიქსიის ამ ნიშანს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ნაყოფის თავით წინმდებარეობის დროს. კვლევის დამატებითი მეთოდებიდან, გამოყენება ელექტრო- და ფონოკარდიოგრაფია, ამნიოსკოპია და ნაყოფის სისხლის მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის გამოკვლევა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1322 times by 685 viewers


