სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

არშემდგარი (არასრული) აბორტი – ხასიათდება საშვილოსნოს ღრუში მკვდარი სანაყოფო კვერცხის შეჩერებით, რომელიც დროთა განმავლობაში იჟღინთება სისხლით, რაც იწვევს სისხლიან, შემდეგ კი ხორცისებრი ნამქერის განვითარებას. არშემდგარი აბორტის მიზეზი შესაძლებელია იყოს  ყვითელი სხეულის ჰორმონის მომატებული შემცველობა, ჰიპოფიზის მიერ ოქსიტოცინის შემცირებული გამოყოფა და სხვ.

სიმპტომები, მიმდინარეობა. საშვილოსნო ზომებში აღარ მატულობს, პერიოდულად აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი და შეტევითი ტკივილები; ორსულობის ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები უარყოფითია. ულტრაბგერითი გამოკვლევისას საშვილოსნოში ვერ ხერხდება სანაყოფო კვერცხის გამოვლინება.

მკურნალობა ითვალისწინებს სანაყოფო კვერცხის ხელოვნურად გამოდევნებას. ინიშნება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.  ნაყოფის ნაწილობრივი გამოდევნების შემდეგ ატარებენ საშვილოსნოს გამოფხეკას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1090 times by 609 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka