ლალი დათეშიძე
საშვილოსნოს ორსულობა (ვადის განსაზღვრა) – ორსულობის ვადებისა და მშობიარობის თარიღის დასადგენად იყენებენ უკანასკნელი მენსტრუაციის, ნაყოფის პირველი მოძრაობისა და ორსულის ობიექტური გამოკვლევის მონაცემებს. ნორმალური ორსულობა გრძელდება 280 დღე, ანუ 40 კვირა, ანუ 10 სამეანო თვე, დაწყებული ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. ზოგიერთ ქალთან ორსულობა შესაძლებელია გაგრძელდეს ამ ვადაზე მეტხანს, ან ნაკლები დროის განმავლობაში.
ორსულობის ვადის განსაზღვრა საშვილოსნოს ზომის მიხედვით: 1. 6 კვირაზე საშვილოსნო რამდენადმე გადიდებულია, სფეროსებრი ფორმისაა, დამახასიათებელია სნეგირევის, გენტერის, გორვიც-გაგარის ნიშნები; 2. 8 კვირის ვადაზე საშვილოსნო აღწევს ქალის მუშტის ზომებს, მისი ფსკერი სიმფიზის დონეზეა, ვლინდება პისკაჩეკის ნიშანი; 3. 12 კვირის საშვილოსნო არის კაცის მუშტის ზომის, მისი ფსკერი ერთი თითით ზევითაა სინაფსზე; 4. 16 კვირის ვადის ორსულობისას საშვილოსნო არის ჭიპსა და лоном შორის; 5. 20 კვირაზე მნიშვნელოვნადაა გადიდებული სასვილოსნო, მისი ფსკერი მდებარებს ჭიპის ქვევით ორი თითით, ვლინდება ნაყოფის მოძრაობა და მოისმინება მისი გულის ტონები; 6. 24 კვირაზე საშვილოსნოს ფსკერი არის ჭიპის დონეზე; 7. 28 კვირაზე საშვილოსნოს ფსკერი ორი განივი თითით ზევითაა ჭიპიდან; 8. 32 კვირაზე ჭიპი სწორდება, საშვილოსნოს ფსკერი მდებარეობს ჭიპსა და მახვილისებრ მორჩს შორის; 9. 36 კვირაზე საშვილოსნოს ფსკერი აღწევს მახვილისებრ მორჩს და ნეკნთა რკალს; 10. 40 კვირაზე საშვილოსნო ეშვება იმ დონემდე, რომელიც აღინიშნებოდა 32 კვირიანი ორსულობის დროს. პირველად მშობიარეებში ნაყოფის თავი ფიქსირებულია მცირე მენჯის შესასვლელში, მაშინ, როდესაც განმეორებით მშობიარეებში იგი რჩება მოძრავი მენჯში შესვლამდე. პრაქტიკული მეანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს 32 კვირიან ორსულობას, ვინაიდან სწორედ ამ ვადაში ღებულობენ მშობიარობამდელ მშვებულებას. ეს ვადა შეიძლება განისაზღვროს უკანასკნელი მენსტრუაციით, ნაყოფის პირველი მოძრაობით, ქალთა კონსულტაციაში პირველი მიმართვისას საშვილოსნოს ზომის მიხედვით. მოწოდებულია ორსულობის დადგენის სხვადასხვა ფორმულები. სკულსკის ფორმულა: X = (2L – 5)/5, სადაც X – განსასაზღვრავი ვადა; L – ნაყოფის სიგრძე სანტიმეტრებში საშვილოსნოში მენჯის საზომით გაზომვისას; 2 – გაორების კოეფიციენტი; 5 – მრიცხველში – მუცლის კედლის სისქე და საშვილოსნოს სანტიმეტრებში; 5 (მნიშვნელში) – ციფრი, რომელზედაც ყოფენ ნაყოფის სიგრძეს ვადის დასადგენად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 2050 times by 1197 viewers



