სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

გახანგრძლივებული ორსულობა – ორსულობის გახანგრძლივება 41-42 კვირაზე მეტხანს. გადასხვავებენ ნამდვილ და ცრუ გახანგრძლივებულ  ორსულობას. სამეანო პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნამდვილ გახანგრძლივებულ  ორსულობას, რომლის სიხშირეა 10%. გახანგრძლივების მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის; მათ მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებები, ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს აგზნებადობის დაქვეითება, ნაყოფის პათოლოგიური ცვლილებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. გახანგრძლივებული ორსულობა ხასიათდება სამშობიარო მოქმედების არარსებობით სავარაუდო ვადის გასვლის შემდეგ; ორსულის წონაში აღარ მატულობს, მუცლის გარშემოწერილობა მცირდება 5-10 სმ-ით სანაყოფე წყლების გაწოვის შედეგად; ნაყოფი დიდი ზომიისაა. ამნიოსკოპიით ნახულობენ მეკონიუმის მინარევებს სანაყოფე წყლებში. სანაყოფე წყლების გამოკვლევისას, რომელიც მიღებულია ამნიოცენტეზით, ვლინდება გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება 0,1 გ/ლ და ქვევით (ნორმა 0,2 – 0,5 გ/ლ). შარდში ესტრიონის შემცველობა დაქვეითებულია. საშოს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობით შუალედური უჯრედები და არ არის გარქოვანებული უჯრედები. ნაყოფი იმყოფება სახიფათო მდგომარეობაში (ხშირია მუცელშიგა ჰიპოქსია და ნაყოფის სიკვდილი). მშობიარობის დროს წარმოიქმნება ქალაშიდა სისხლჩაქცევისა და ასფიქსიის საშიშროება.

მკურნალობა ითვალისწინებს სამშობიარო მოქმედების აგზნებას მედიკამენტოზური საშუალებებით; როდესაც დაგვიანებულ ორსულობას თან ახლავს სხვა გართულებები, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1127 times by 568 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka