სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

mastitლაქტაციური მასტიტი – გამომწვევია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა ლპობითი მიკრობები. ინფექციის შეჭრის კარია დვრილების ნახეთქები, იშვიათად რძის სადინრები. პროცესის პათოლოგიის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სეროზულ, ინფილტრაციულ და ჩირქოვან მასტიტებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავედ; ავადმყოფი უჩივის ტკივილს სარძევე ჯირკვალში, ტემპერატურა მატულობს 380 C-მდე და ზევით; აღინიშნება მრავალჯერადი შემცივნება. დაზიანებული სარძევე ჯირკვალი გადიდებულია, კანი ინფილტრატის ზევით ჰიპერემიულია, აღინიშნება კანქვეშა ვენების გაფართოება, დვრილებზე ნახეთქები, იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მგრძნობიარეა. დაავადების დასაწყისში ინფილტრატს სარძევე ჯირკვალში არა აქვა გამოხატული საზღვრები, მოგვიანებით იგი მკაფიო ხდება, შემდეგ კი რბილდება (ჩირქდება). დაჩირქებას თან ახლავს ავადმყოფის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, ტემპერატურა რემიტირებადია, მატულობს ინტოქსიკაცია, პერიფერიულ სისხლში იზრდება ლეიკოციტოზი და ედსი. წარმოქმნილი ფლუქტუაცია მიუთითებს ჩირქის წარმოქმნაზე. ჩირქოვანი მასტიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია პუნქცია.

მკურნალობას იწყებენ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე; დაჩირქების დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2980 times by 1679 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka