სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

სისხლდენა (სამეანო) - განასხვავებენ მომყოლის შემდგომი პერიოდის სისხლდენას და ადრეული მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლდენას. მომყოლის შემდგომი პერიოდის სისხლდენა ვითარდება საშვილოსნოს ჰიპოტონიის, ასევე პლაცენტის მდებარეობისა და მიმაგრების ანომალიების დროს (წინმდენარეობა, მკვრივი მიმაგრება, პლაცენტის მიხორცება), სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების (საშვილოსნოს ყელი, შორისი და სხვ.) ტრავმების, საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის არასრული მოცილებისას მშობიარობის მე-3 პერიოდში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების დაზიანების დროს განვითარებული სისხლდენა ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: კარგი შეკუმშვის უნარის მქონე საშვილოსნოს დროს სასქესო გზებიდან გრძელდება სისხლის გამოდენა, საშვილოსნოს შესაკუმში პრეპარატების შეყვანა არ ამცირებს სისხლდენას. საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს ან პლაცენტის მოცილებისას განვითარებული სისხლდენის დროს, საშვილოსნო რჩება არასაკმარისად შეკუმშული და სისხლდენა გრძელდება.

მკურნალობა. მშობიარობის მე-3 პერიოდში განვითარებული სისხლდენის დროს პირველ რიგში აუცილებელია გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის და სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების გაგლეჯა. ამის შემდეგ საჭიროა დადგინდეს მოსცილდა თუ არა საშვილოსნოს კედელს მომყოლი. მომყოლის მოცილების დროს სამკურნალო ღონისძიებებს ატარებენ შემდეგი თანამიმდევრობით: 1. კათეტერის საშუალების ათავისუფლებენ შარდის ბუშტს; 2. იყენებენ აბულაძის, კლოდე-ლაზარევიჩის, გენტერის და სხვ. მეთოდებს, რომელიც მიმართულია საშვილოსნოდან მომყოლის მოცილებისაკენ; ჩვეულებრივ მომყოლის დაბადების შემდეგ სისხლდენა წყდება; თუკი მომყოლი მხოლოდ ნაწილობრივ სცილდება საშვილოსნოს კედელს (ალფელდის, ჩუკალოვ-კიუსტნერის, შრედერის ნიშნები უარყოფითია), მაშინ სამკურნალო ღონისძიებების თანამიმდევრობა შემდეგნაირია: 1. თავისუფლდება შარდის ბუშტი, კათეტერის დახმარებით; 2. შეჰყავთ საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებები (1 მლ 1%-იანი მეთილერგომეტრინის ხსნარი, ან ოქსიტოცინი 1 მლ); 3. ასრულებენ ხელით მომყოლის გამოდევნებას. ძლიერი სისხლდენის დროს მაშინვე იწყებენ მომყოლის ხელით მოცილებასა და გამოდევნებას, დროის დაკარგვის გაერეშე. პლაცენტის ნამდვილი მიხორცების დროს არ შეიძლება პლაცენტის ხელით მოცილება (სასიკვდილო სისხლდენის საშიშროების გამო), არამედ ატარებენ საშვილოსნოს ამპუტაციას. ამავდროულად ტარდება სისხლდენის ანაზღაურებისაკენ მიმართული ღონისძიებები. (პლაზმის, ერითროციტული მასის, სისხლშემცვლელების ინფუზია).

სისხლდენა ადრეულ მშობიარობის შემდეგომ პერიოდში შესაძლებელია გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ჰიპო- ან ატონიით (უფრო ხშირად); საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილების შეჩერებით; საშვილოსნოს გაგლეჯით; ჰიპოფიბრინოგენემიით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ჰიპოტონიის დროს საშვილოსნო დუნეა, ცუდად იკუმშება გარეთა მასაჟით, მოისინჯება მუცლის კედლიდან, მდებარეობს შედარებით მაღლა. სისხლი სასქესო ორგანოებიდან გამოედინება ნაკადით (შენადედებით ან მის გარეშე), ან გამოედინება ცალეკულ პორციებით. მშობიარის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, დაკარგული სისხლის რაოდენობის მიხედვით. მატულობს კოლაფსისა და მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის მოვლენები. თუკი დროუად არ იქნა მიღებული ზომები, მაშინ მშობიარე შეიძლება დაიღუპოს. ჰიპოფიბრინოგენემიური (კოაგულოპათური) სისხლდენა შესაძლებელია შერწყმული იყოს საშვილოსნოს ჰიპოტონიასთან ან წარმოიქმნას თვითნებურად. სასქესო ორგანოებიდან სისხლი გამოედინება შენადედების გარეშე. ჰიპოფიბრინოგენემიის დიაგნოსტიკისათვის საჭიროა სასწრაფოდ იქნას ჩატარებული სინჯი სისხლის შენადედის გახსნით.

მკურნალობა. უწინარეს ყოვლისა საჭიროა დავრწმუნდეთ მომყოლის მთლიანობაში. მისი დეფექტის დროს აუცილებელია საშვილოსნოს ხელით გამოკვლევა. შემდეგ ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საშვილოსნოს ჰიპოტონიის საწინააღმდეგოდ: შარდის ბუშტის გათავისუფლება კათეტერით; ვენაში საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებების შეყვანა; საშვილოსნოს გარეთა მასაჟი; ყინული მუცლის ქვევით. თუკი სისხლდენა არ წყდება, მაშინ მიმართავენ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია საშვილოსნოსაკენ სისხლის მიდინების შემცირებისაკენ. თუკი სისხლდენა მაინც გრძელდება მაშინ, როგორც შუალედური ღონისძიება, შესაძლებელია ჩატარდეს საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა. თუკი ყველა ზემოთ აღწერილი ღონისძიებები არაეფექტურია, მაშინ ტარდება საშვილოსნოს ამპუტაციის ან მისი ექსტირპაციის ოპერაცია, რომელიც აბსოლუტურად ნაჩვენებია სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევების დროს. მომყოლის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი პერიოდების სისხლდენის

პროფლაქტიკა ითვალისწინებს ქალთა კონსულტაციებში მაღალი რისკის ჯგუფის მშობიარეების გამოყოფას. (ხშირი და გართულებული აბორტები, ინფანტილიზმი, წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დაგვიანებული ორსულობა).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1340 times by 734 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka