ლალი დათეშიძე
წყალუხვობა - ამნიონის ღრუში სანაყოფო წყლების ჭარბი დაგროვება (2 ლ-ზე ზევით). მიზეზები არასაკმარისადაა შესწავლილი; გარკვეული მნიშვნელობა აქვს შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, რეზუს-კონფლიქტს, მუცელშიგა ინფექციებს. არაიშვიათად თან ახლავს ნაყოფის განვითარების მანკები. წყალუხვობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ხშირად მთავრდება ნაადრევი მშობიარობით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ზოგადი სისუსტე, ქოშინი დიაფრაგმის მაღლა დგომის გამო, პულსის გახშირება, შეშუპებები. ხშირად აღინიშნება ნაყოფის არასწორი მდებარეობა. საშვილოსნოს ზომები იმაზე მეტია, რაც უნდა შეესაბამებოდეს ორსულობის ვადას. საშვილოსნო დაძაბულია, პალპაციით ნაყოფის ნაწილების პალპირება გაძნელებულია, გულის ტონები მოისმინება არამკაფიოდ. საშოსმხრივი გამოკვლევისას აღინიშნება სანაყოფო ბუშტის დაჭიმვა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მრავალნაყოფიან ორსულობასთან, დიდი ზომის ცისტებთან, ასციტთან.
მკურნალობა. მწვავე წყალუხვობის დროს ნაჩვენებია ამნიოტომია და ამნიონური სითხის ფრთხილი და ნელი გამოშვება. ქრონიკულ წყალუხვობას მკურნალობენ კონსერვატიული მეთოდებით. მშობიარობა წყალუხვობის დროს არაიშვიათად რთულდება სამშობიარო მოქმედების სისუსტით, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევებით, ჰიპოტონური სისხლდენით, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს მეტისმეტად გაჭიმვასთან. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საშვილოსნოს ყელის არასრული გახსნისას აუცილებელია გამოშვებულ იქნას ნაწილი სანაყოფო წყლებისა, სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს ტარდება შესაბამისი თერაპია. მე-3 პერიოდში ტარდება ჰიპოტონური სისხლდენის პროფილაქტიკა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1222 times by 539 viewers



