ლალი დათეშიძე
ჭიპლარის დამუშავება (ახალშობილის) – ჭიპის ჭრილობა შესაძებელია გახდეს ინფექციის შეჭრის კარი; ინფექციის განვითარებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი. ახალშობილის ჭიპის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დაცვას. ჭიპის დამუშავების წინ მეანი იბანს ხელებს, ისევე როგორც ოპერაციის წინ. ჭიპს აცილებელ ორ ეტაპად. პირველადი (პირველი ეტაპი): ჭიპის რგოლიდან 15 სმ-ის დაშორებით ადებენ ერთ მომჭერს, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით კი მეორეს. მომჭერებს შორის ჭიპს ამუშავებენ 96%-იანი სპირტით და ჭრიან სტერილური მაკრატლით. მოკვეთის ადგილს უსმევენ იოდის 5%-იან ხსნარს, ჭიპის ნარჩენს ახვევენ სტერილურ სალფეთქში და ბავშვი გადაჰყავთ შესახვევ მაგიდაზე ჭიპის ნარჩენის შემდგომ დასამუშავებლად. მეორე ეტაპზე ჭიპის ბოლოს ამუშავებენ სპირტით და კვანძავენ მსხვილი აბრეშუმის ძაფით 1,5-2 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან. ამჟამად აბრეშუმის ლიგატურის ნაცვლად ადებენ როგოვინის მეტალის სამაგრს. ლიგატურის დადების შემდეგ ჭიპის ნარჩენს მოკვეთენ გადაკვანძვის ადგილიდან 2-3 სმ-ის დაცილებით. ჭიპის ნარჩენს ახვეევენ დოლბანდის სალფეთქში, რომლის ბოლოსაც ახევენ ჭიპის რგოლთან. რეზუს-კინფლიქტის დროს ჭიპს კვანძავენ 5 სმ-ის დაშორებით ჭიპის რგოლიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების მიხედვით ჩატარდეს სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა ახალშობილისათვის.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1714 times by 1000 viewers



