მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი
მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი - მიზეზი – სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური ან კოლიბაცილური ინფექცია. ვითარდება ჩვეულებრივ მიკრობის შეღწევის შედეგად საშვილოსნოს დეციდუალური გარსის ნარჩენებში, პროცესში მიომეტრიუმის მიმდებარე ნაწილების ჩართვით.
მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე. ტემპერატურა მატულობს 380 C-მდე, პულსი გახშირებულია, ადგილი აქვს ერთჯერად შემცივნებას. ზოგადი მდგომარეობა თითქმის არ ირღევა. ადგილობრივი ცვლილებები: საშვილოსნოს სუბინვოლუცია, მსხვილი ლიმფური სისხლძარღვების მტკივნეულობა, ლოქიები ჩირქის შერევით, ლოქიომეტრა. დაავადება გრძელდება 8-10 დღის განმავლობაში.
მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი – მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ყინული მიუცელზე, პირველ 2 დღეზე ანტიბიოტიკები, მგრძნობელობის აუცილებელი დადგენით; სულფანილამიდები, საშვილოსნოს შესაკუმში პრეპარატები, ვენაში – 10%-იანი კალციუმის ქლორიდი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988







