სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი – ინფექციის გავრცელების (სტაფილო-, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელისა და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავედ, მშობიარობიდან მეორე კვირაზე, მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, შარდვის დარღვევებით. ენდომეტრიტს ხშირად თან ახლავს პარამეტრიტი. პერიტონეალური სიმპტომები გამოხტულია უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ აღინიშნება, რამდენადაც ანთებითი ინფილტრატი მდებარეობს ექსტრაპერიტონეალურად. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათსა და საშოს გამოკვლევის მონაცემებს. საშვილოსნოს გვერდიდან პალპირდება მკვრივი ინფილტრატი (ერთი ან ორმხრივი), რომელიც აღწევს მენჯის კედლებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სალპინგოოოფორიტთან, მენჯის პერიტონიტთან და მეტროთრომბოფლებიტთან.

მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე (პირველ დღეებში), გამაყუჩებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები; კორტიკოსტეროიდები ინფილტრატის გაწოვის შენელებისას, ვენაში კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი. ინფილტრატის დაჩირქების დროს – უკანა კოლპოტომია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 805 times by 378 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka