ლალი დათეშიძე
მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი – საშვილოსნოს დანამატების ანთება; ხშირად წარმოადგენს ენდომიომეტრიტის გართულებას. ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები. ინფექცია ვრცელდება ლიმფოგენურად ან საშვილოსნოს მილებით. ანთებითი პროცესი თავდაპირველად ვრცელდება საშვილოსნოს მილებზე, შემდეგ კი საკვერცხეებზე.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვითარდება მშობიარობიდან მე-8-10 დღეს. მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით 38 – 390 C-მდე, შემცივნებით, ტაქიკარდიით, მუცელში ძლიერი ტკივილით, გულისრევით, მეტეორიზმით, პერიტონეალური სიმპტომებით. საშოს მხრივ გამოკვლევებით ვლინდება ენდომეტრიტის ნიშნები და საშვილოსნოს დანამატების პასტოზურობა ორივე ან ცალ მხარეს. საშვილოსნოს დანამატები მკვეთრად მტკივნეულია პალპაციისას. პროცესის ჰიპერერგული მიმდინარეობის დროს შესაძლებელია დაჩირქება (პიოსალპინქსი, პიოვარიუმი) დიფუზური ჩირქოვანი პერიტონიტის განვითარებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პარამეტრიტთან, მენჯისმხრივ თრომბოფლებიტთან, მწვავე აპენდიციტთან.
მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე, დიეტა, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გამაყუჩებელი პრეპარატები, მადესენსიბილიზირებელი საშუალებები, კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი ვენაში, შემდეგში ფრთხლად ატარებენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ჩირქოვანი წარონაქმნების დროს მიმართავენ პუნქციას. პიოსალპინქსის ან პიოვარიუმის მოსალოდნელი გასკდომის ან გასკდომისას ნაჩვენებია სასწრაფო ლაპარატომია და დაზიანებული დანამატების ამოკვეთა; ჩვენების მიხედვით ტარდება საშვილოსნოს ამოკვეთა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1028 times by 411 viewers



