მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტები

მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტები puerperal phlebitis

მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტები შესაძლებელია განვითარდეს კიდურების ზედაპირულ ვენებში, საშვილოსნოს ვენებში, მენჯის ვენებში ან ქვედა კიდურების ღრმა ვენებში. ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტები ჩვეულებრივ მიმდინარეობენ ვენების ვარიკოზული გაფართოების ფონზე.


♥ კომპრესიული წინდები ქალებისათვის ,,ამაზონზე >>



სიმპტომები, მიმდინარეობა

ანთებითი ვენები დაჭიმულია, მტკივნეულია პალპაციით, კანი ჰიპერემიულია, აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, მცირედ გამოხატული ტაქიკარდია.

საშვილოსნოს ვენების თრომბოფლებიტი

საშვილოსნოს ვენების თრომბოფლებიტი ხასიათდება საშვილოსნოს სუბინვოლუციის სიმპტომებით, ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენით საშოდან, ტემპერატურის მომატებით, პულსის გახშირებით. საშოსმხრივი გამოკვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს დაკლაკნილი ვენები საშვილოსნოს ზედაპირზე.

მენჯის ვენების თრომბოფლებიტი

მენჯის ვენების თრომბოფლებიტი (მეტროთრომბოფლებიტი) ვითარდება მშობიარობიდან 1-ლი კვირის ბოლოს; თან ახლავს მაღალი ტეპერატურა, პულსის გახშირება, შემცივნება. საშოსმხრივი გამოკვლევისას მცირე მენჯის გვერდით კედლებზე მოისინჯება დაკლაკნილი და მტკივნეული ვენები. პალპირება საჭიროა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, თრომბის დაძვრის საშიშროების გამო.

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტი

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე-2 კვირაზე. დაავადება იწყება მწვავედ, აღინიშნება ტკივილი ფეხში, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, პულსი გახშირებულია (120 დარტყმა წუთში). ობიექტური გამოკვლევით ვლინდება დაზიანებული კიდურის საზარდულის ნაკეცის გადასწორება. აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი სისხლძარღვების გაყოლებაზე. დაავადება გრძელდება 6-8 კვირა.

მკურნალობა

წოლითი რეჟიმი; ქვედა კიდურის თრომბოფლებიტის დროს საჭიროა ფეხის ზევით აწეულ მდგომარეობაში გაჩერება; ინიშნება ანტიკოაგულანტები, ანტიბიოტიკები – ჩვენების მიხედვით.


მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔵 მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტები შესაძლებელია განვითარდეს კიდურების ზედაპირულ ვენებში, საშვილოსნოს ვენებში, მენჯის ვენებში ან ქვედა კიდურების ღრმა ვენებში.
🔎 ამ დროს აღინიშნება შემდეგი ნიშნები:
➡ ანთებითი ვენები დაჭიმულია, მტკივნეულია პალპაციით;
➡ კანი ჰიპერემიულია;
➡ აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა;
➡ აღინიშნება მცირედ გამოხატული ტაქიკარდია.
💊 მკურნალობის მიზნით აუცილებელია:
✔️ წოლითი რეჟიმი;
✔️ ქვედა კიდურის თრომბოფლებიტის დროს საჭიროა ფეხის ზევით აწეულ მდგომარეობაში გაჩერება;
✔️ ინიშნება ანტიკოაგულანტები;
✔️ ანტიბიოტიკები – ჩვენების მიხედვით.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3GSfQsH
#თრომბოფლებიტი #თრომბოემბოლია #მშობიარობა #მშობიარობისშემდგომითრომბოფლებიტი #ვარიკოზულივნეები #ტროფიკულიწყლულები #ვარიკოზულიეგზემა #ქვედაკიდურებისშეშუპება #თრომბოფლებიტისნიშნები #თრომბოფლებიტისსიმპტომები #თრომბოფლებიტისმკურნალობა #საშვილოსნოსვენებისთრომბოფლებიტი #მენჯისვენებისთრომბოფლებიტი #ღრმავენებისთრომბოფლებიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..
Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish