ლალი დათეშიძე
მშობიარობისშემდგომი თრომბოფლებიტები - შესაძლებელია განვითარდეს კიდურების ზედაპირულ ვენებში, საშვილოსნოს ვენებში, მენჯის ვენებში ან ქვედა კიდურების ღრმა ვენებში. ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტები ჩვეულებრივ მიმდინარეობენ ვენების ვარიკოზული გაფართოების ფონზე.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ანთებითი ვენები დაჭიმულია, მტკივნეულია პალპაციით, კანი ჰიპერემიულია, აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, მცირედ გამოხატული ტაქიკარდია. საშვილოსნოს ვენების თრომბოფლებიტი ხასიათდება საშვილოსნოს სუბინვოლუციის სიმპტომებით, ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენით საშოდან, ტემპერატურის მომატებით, პულსის გახშირებით. საშოსმხრივი გამოკვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს დაკლაკნილი ვენები საშვილოსნოს ზედაპირზე. მენჯის ვენების თრომბოფლებიტი (მეტროთრომბოფლებიტი) ვითარდება მშობიარობიდან 1-ლი კვირის ბოლოს; თან ახლავს მაღალი ტეპერატურა, პულსის გახშირება, შემცივნება. საშოსმხრივი გამოკვლევისას მცირე მენჯის გვერდით კედლებზე მოისინჯება დაკლაკნილი და მტკივნეული ვენები. პალპირება საჭიროა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, თრომბის დაძვრის საშიშროების გამო. ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე-2 კვირაზე. დაავადება იწყება მწვავედ, აღინიშნება ტკივილი ფეხში, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, პულსი გახშირებულია (120 დარტყმა წუთში). ობიექტური გამოკვლევით ვლინდება დაზიანებული კიდურის საზარდულის ნაკეცის გადასწორება. აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი სისხლძარღვების გაყოლებაზე. დაავადება გრძელდება 6-8 კვირა.
მკურნალობა. წოლითი რეჟიმი; ქვედა კიდურის თრომბოფლებიტის დროს საჭიროა ფეხის ზევით აწეულ მდგომარეობაში გაჩერება; ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები. ანტიკოაგულანტებით მკურნალობა იწყება არა უადრეს 3 დღისა მშობიარობის შემდეგ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1064 times by 424 viewers



