ლალი დათეშიძე
მშობიარობისშემდგომი სეფსისი – ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა დღეებში. იწყება მწვავედ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება მაღალი ჰექტიური ტემპერატურა, შემცივნება, ხშირი პულსი, გონების დაბინდვა, სისხლის სეპტიკური სურათი, ბაქტერიემია. შინაგანი ორგანოებიდან განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ფილტვები (სეპტიკური პნევმონია). თირკმლების მძიმე დაზიანება იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. შემდეგში დაავადების კლინიკური სურათი განისაზღვრება ჩირქოვანი კერების ლოკალიზაციით (თრომბოფლებიტი, დიფუზური პერიტონიტი და სხვ.).
დიაგნოზი ეფუძნება დაავადების კლინიკურ სურათს, სისხლის ანალიზის, სისხლის დათესვის მონაცემებს. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება მწვავე ექსტრაგენიტალურ ინფექციებთან.
მკურნალობა. ავადმყოფის სათანადო მოვლა, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი კვება. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (ცეპორინი, ამპიცილინი, ვიბრამიცინი, კანამიცინი და სხვ.) ვენაში შეჰყავთ გლუკოზის 5%-იან ხსნართან; ინიშნება ასევე В ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, დეზინტოქსიკაციური საშუალებები (გლუკოზის 40%-იანი ხსნარი, პოლიგლუკინი), მშრალი პლაზმა, გულ-სისხლძარღვთა საშუალებები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 995 times by 415 viewers



