ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
რ. ურუშაძე, თ. ლობჟანიძე, ბ. წინამძღვრიშვილი, დ. ტრაპაიძე, თ. აბესაძე, ნ. სადრაძე, ლ. სხირტლაძე, ი. მატკავა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის
პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში აღინიშნება გულ_სისხლძარღვთა სისტემის დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის ზრდა. ამავე დროს მცირდება მოსახლეობის მომართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ამბულატორია – პოლიკლინიკებში სამედიცინო დახმარების ხარისხი. დღეს ეს არის სახელმწიფოებრივი რანგის პრობლემა, რომლის გადაჭრას ემსახურება ჩვენს რესპუბლიკაში 1999 წლიდან სრულყოფილად მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამა “სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა”.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია გულ_სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის სისტემის ამუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ სარწმუნო ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ამ დაავადებათა და მათი გამომწვევი ძირითადი რისკ_ფაქტორების სიხშირის შესახებ.
2001 წელს ეპოდემიოლოგიური სტატისტიკის უნიფიცირებული მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ქვეყნის 60-ზე მეტ ქალაქში გულის იშემიური დაავადების (გიდ), არტერიულ ჰიპერტენზიის (აჰ) და მათი გამომწვევი რისკ_ფაქტორების ჭეშმარიტი სიხშირის დადგენა, რაც საფუძვლად დაედო დაავადებათა გავრცელების საორიენტაციო ხასიათის რუქას, მასზე დაყრდნობით, წელს უკვე ამუშავდა პროფილაქტიკის ცენტრალური და რეგიონალური პროგრამები. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები.
ეპიდემიოლოგიაში მიღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდებით გამოკვლეული იყო ქ. ბათუმის ორგანიზებული და არაორგანიზებული მოსახლეობა, საშუალო სკოლის მოსწავლეები, ქედისა და ხულოს რაიონების, ქ. ქობულეთისა და ქობულეთის რაიონის, შუახევის რაიონის, დაბა ხელვაჩაურისა და ხელვაჩაურის რაიონის არაორგანიზებული მოსახლეობა (2300-მდე ადამიანი, რაც სავსებით რეპრეზენტატიული იყო მთელი რეგიონისთვის). კვლევა მოიცავდა საექიმო გასინჯვებს – წნევის ორჯერადი რეგისტრაციით, ე.კ.გ. გამოკვლევებს 12 სტანდარტულ განხრაში შემდგომში მათი მინესოტის კოდით ანალიზით, ანტროპომეტრიას კეტლეს ინდექსის დასადგენად, ივსებოდა კითხვარი რისკ_ფაქტორების იდენტიფიკაციისათვის და როუზის ანკეტა დაძაბვის სტენოკარდიის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა _ კომპლექსურად. გარდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომლებისა, პარალელურად მუშაობდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც წინასწარ სასწავლო _ საინფორმაციო სემინარებზე იყვნენ მომზადებული ასეთი სახის მუშაობისთვის. ჩვენს მიერ რეგულარულად მოწმდებოდა მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიმდინარეობა, აღმოიფხვრებოდა ხარვეზები. საბოლოო ანალიზი წარმოებდა საკონსულტაციო კომიტეტის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქრიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომლებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილი რისკ_ფაქტორების გვერდით, რომლებიც ხელს უწყობენ გიდ-ის წარმოშობა_განვითარებას, არსებობს მთელი რიგი კლიმატური, საწარმოო_პროფესიული, ეთნიკური და სხვა სხვა რისკ_ფაქტორებისა, ისინი სპეციფიურია სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის, გარკვეულ როლს თამაშობს გიდ-ის წარმოშობა_განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა ცნობილი რისკ_ფაქტორების გამოვლინება, როგორც ჩვენი, ასევე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. რისკ_ფაქტორების განსაზღვრა ხდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდების მიხედვით,ეს პროცედურა თითქმის ავტომატიზმამდე იყო დაყვანილი, ამიტომ მონაცემების სისწორე აბსოლუტურია.
მიღებული შედეგები გვიჩვენებენ, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ კონტიგენტში საკმაო სიხშირით გვხვდება, როგორც გიდ, ასევე პროგნოზულად ისეთი რთული დაავადება, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია. აღსანიშნავია, რომ დაავადებულთა უმეტესობამ არ იცოდა დაავადების არსებობის შესახებ, ან იცოდა და არ მკურნალობდა ადექვატურად.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მოზარდი კონტიგენტის გამოკვლევა ბათუმის ერთ- ერთ სკოლაში, სადაც იუვენილური ჰიპერტენზია გამოვლინდა 7% შემთხვევაში, ხშირი იყო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის საჭიროა პროფილაქტიკურ ეროვნული პროგრამის გაფართოება და მასში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ჩართვა.
Population large scale investigation in the Achara region.
R. Urushadze, T.Lobganidze, N. Burkadze, B. Tsinamdgvrishvili, D. Trapaidze,
T. Abesadze N. Sadradze, L.Skhirtladze, I. Matkava.
Public Health Department
Department of prophylactic cardiology of Acad. M. Tsinamdzgvshvili Institute of Cardiology.
Achara Publik Health Ccentre.
By the epidemiological investigation methods corresponding to international standards in the Achara region is studied population representative group (2300 persons). Heart icshemic disease, arterial hypertension and their evoking main rick – factors distribution frequency is revealed. Adequate prevention actions and dinamic observations on the patients contigent are begun.
გულის იშემიური დაავადებისა და მისი ცალკეული ფორმების გავრცელება აჭარის რეგიონში.
| დაძაბ. სტენ. | პოსტ. კატ. | საეჭვო გიდ | სულ გიდ | გიდ + აჰ | |
| ქ. ბათუმი | 9,9 % | 0,3 % | 0,9 % | 11,5 % | 10,2 % |
| ქ. ქობულეთი | 10,0 % | 4,0 % | 7,5 % | 21,5 % | 18,5 % |
| ქობულეთის რ-ნი | 15,5 % | 1 % | 6% | 22,5 % | 18,0 % |
| დ. ხელვაჩაური | 3,5 % | 1 % | _ | 4,5 % | 3,5 % |
| ხელვაჩაურის რ-ნი | 2,5 % | 0,5 % | _ | 3 % | 3 % |
| შუახევის რ-ნი | 10,2 % | _ | _ | 10,2 % | 10,2 % |
არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება აჭარის რეგიონში
| აჰ | მაჰ | რბილი აჰ | ზომიერი აჰ | მძიმე აჰ | იზ. სისტ. | |
| ქ. ბათუმი | 44 % | 14,4 % | 8,3 % | 5,7 % | 1,9 % | 1,9 % |
| ქ. ქობულეთი | 62,5 % | 13 % | 5,5 % | 7,0 % | 8,9 % | 0,5 % |
| ქობულეთის რ-ნი | 49 % | 12,5 % | 9,5 % | 10,0 % | 5,0 % | 1,5 % |
| დ. ხელვაჩაური | 32, 5 % | 5,5 % | 3,5 % | 4,5 % | _ | 1,5 % |
| ხელვაჩაურის რ-ნი | 46,4 % | 10,6 % | 10,5 % | 5,5 % | 2,4 % | 0,5 % |
| შუახევის რ-ნი | 68 % | 18,9 % | 19,4 % | 7,6 % | 3,5 % | 7,7 % |
რისკ_ფაქტორების გავრცელება აჭარის რეგიონში
| თამბაქო | ალკოჰოლი | ჰიპოდინამია | მემკ. დატ. | ჭარბი წონა | |
| 42,8 % | 35,1 % | 5,5 % | 38 % | 21,2 % | |
| სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება | ფსიქო ემოციური სტრესები | ||||
| 28,2 % | 29,8 % | ||||
E-mail P.C@access. sanet. ge
Viewed 439 times by 253 viewers



