ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
რამაზ გახოკიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი
ბიოორგანული ქიმია ურთულესი ბიოლოგიური სისტემების კვლევის საშუალებას იძლევა. შესაძლებელი გახდა ინსულინისა და ასობით მნიშვნელოვანი ცილის სტრუქტურის დადგენა, მრავალი ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდის, ბიორეგულატორის (პროსტაგლანდინები, ტეტრაციკლინები, ქლოროფილი, B12-ვიტამინი), ცილის და გენის სინთეზი. ბიოორგანული ქიმიის ამ მიღწევებმა განსაზღვრეს ბიოლოგიისა და მედიცინის შემდგომი განვითარება, რასაც ღრმა ზოგადფილოსოფიური მნიშვნელობა აქვთ. გარემოსთან ადამიანის ადაპტაცია ორი გზითაა შესაძლებელი. პირველი _ გარემოს დაცვის გაუმჯობესებით, მეორე _ თვით ადამიანის ორგანიზმის მდგრადობის გაზრდით საყოფაცხოვრებო მავნე ფაქტორების მოქმედების მიმართ.
განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჩვეულებრივ პირობებში აუმოქმედებელ სარეზერვო მექანიზმების მობილიზებას და ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას. მოქმედების მექანიზმის მიხედვით ასეთი ნივთიერებები შეიძლება დავყოთ სტიმულატორებად, ადაპტოგენებად და ბიოენერგოაქტივატორებად.
სტიმულატორები (კერძოდ, დოპინგები) აჩქარებენ ენერგიის გამოყოფას ორგანიზმში, რაც იწვევს ნერვული სისიტემის დაძაბვას და საბოლოოდ გამოფიტვას. ადაპტოგენების გამოყენებისას კი ადგილი აქვს ორგანიზმის დაცვითი ძალების ჰარმონიულ მობილიზებას, რადგან ასეთი ნივთიერებები უშუალოდ მოქმედებენ ქსოვილურ მეტაბოლიზმზე, აძლიერებენ გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას და ორგანიზმს ემოციური სტრესებისა და სხვა ექსტრემული ზემოქმედებისაგან იცავენ. მნიშვნელოვანი მცენარეული ადაპტოგენებია: ჟენშენის, ელეუტეროკოკის, ჩინური ლიმონურას, მანჯურიული არალიის, ექინოპანაქსის, როდიოლას, ლეზვიასა და სხვა მცენარეებისაგან მიღებული პრეპარატები. მაგალითად, 30 დღის განმავლობაში ელეუტეროკოკის მიღება ორჯერ ამცირებს გრიპით დაავადებას.
სავარაუდოა ადაპტოგენების ორგანიზმზე მოქმედების ორი ჰიპოთეზა. პირველის მიხედვით, ადაპტოგენები წარმოადგენენ სუსტ გამღიზიანებლებს (სტრესორებს), ე.ი. ორგანიზმს მცირედ აზიანებენ და ამით ხელს უწყობენ დაცვითი ძალების მობილიზაციას. სხვა შესაძლებლობაა _ ადაპტოგენების რეზისტინების (ორგანიზმში წარმოქმნილ დამცველ ნივთიერებათა) ანალოგიურად ფუნქციონირება. ეს შეიძლება ინფექციურ დაავადებათა აქტიურ და პასიურ იმუნოთერაპიას შევადაროთ. აქტიური იმუნოთერაპიისას ორგანიზმში შეყავთ ინფექციური აგენტის საწინააღმდეგო ანტისხეულის წარმომქნელი ნივთიერება. პასიური იმუნოთერაპიის შემთხვევაში იყენებენ მზა ანტისხეულებს, რომლებიც უშუალოდ ანეიტრალებენ ინფექციას.
ადაპტოგენების მრავალმხრივი მოქმედება უჯრედულ სისტემებზე იწვევს მეტაბოლიზმის კეთილმყოფელ ცვლილებას სხვადასხვა მიმართულებით. ადაპტოგენებმა შეიძლება იმოქმედოს ცენტრალურ-ნერვულ ან ენდოკრინულ სისიტემაზე, აგრეთვე Uუშუალოდ შეცვალოს უჯრედულ რეცეპტორთა მგრძნობიარობა ნეირომედიატორებისა და ჰორმონების მოქმედების მიმართ. ერთი ტიპის რეცეპტორები დაკავშირებულია მემბრანაში ლოკალიზებულ ფერმენტ ადენილატციკლაზასთან, რომელიც ადენოზილტრიფოსფორმჟავას (ატფ) გარდაქმნის ციკლურ ადენოზინმონოფოსფორმჟავად (ც-ამფ). ეს უკანასკნელი იწვევს A-პროტეინკინაზის გააქტიურებას, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის ფერმენტულ სისიტემათა სტიმულირებას, რის შედეგადაც ადგილი აქვს ენერგიით მდიდარ (მაკროერგულ) ნივთიერებათა დაგროვებასა და ენერგეტიკული ცვლის ინტენსიფიკაციას. მეორე ტიპის რეცეპტორები ურთიერთქმედებენ მემბრანასთან ბმულ სხვა ფერმენტთან _ С-ფოსფოლიპაზასთან, რომელიც ფოსფოტიდილინოზიტოლფოსფატთან წარმოქმნის დიაცილგლიცეროლს, რომელიც ჩ-პროტეიკინაზის აქტივატორს წარმოადგენს. ეს ფერმენტი ახდენს ცილის ბიოსინთეზის სისტემის სტიმულირებას და უცხო ნივთიერებათა გამაუვნებელ ფერმენტთა სინთეზის ინდუცირებას. ამასთან ერთად, ადაპტოგენს შეუძლია მემბრანაზე უშუალოდ ზემოქმედება, მათი სტრუქტურული მდგომარეობის და, შესაბამისად, სელექტიური განვლადობის შეცვლა, ადაპტოგენს შეუძლია შებრუნებული ჟანგვა-აღდგენა და ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები (აფერხებს უჯრედის ჟანგვით დაშლას).
ადაპტოგენებით გამოწვეულ მეტაბოლიტურ გარდაქმნათა მოქმედებით ხდება ორგანიზმის დაცვითი რეზერვების მობილიზება, იწყება ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის დაგროვება, კუნთის ქსოვილის ზრდა, კუნთების შეკუმშვის ძალის მომატება შემკუმშველი ცილებისა და მაკროერგულ ნივთიერებათა გადიდების ხარჯზე. ადგილი აქვს იმუნური სისტემის აქტივაციასაც. ადაპტოგენების მოქმედებით სტაბილიზირდება ჰისტოჰემატური ბარიერები (უჯრედთა კაპილარების მემბრანების სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისხლსა და ქსოვილებს შორის ნივთიერებათა გადატანას). ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადაპტოგენები ხელს უშლიან ზეჟანგების დაგროვებას, რომლებიც მემბრანებს აზიანებენ. ტოქსიკურ ნივთიერებებისადმი მდგრადობის გაზრდა განპირობებულია ადაპტოგენებით ციტოქრომ ღ-450-ის _ უცხო ნაერთთა დამშლელი სისტემის ძირითადი ფერმენტის ბიოსინთეზის სტიმულაციით. საბოლოო ჯამში ადაპტოგენების სხვადასხვა დონეზე გარდაქმნები იწვევენ არასპეციფიური იმუნიტეტის გაზრდას.
მეორე გზაა დამცველი ძალების მობილიზაცია _ ადაპტოგენების ორგანიზმის ანტიჟანგვითი სისტემის აქტივაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნურ დაცვაში მონაწილე ბიორეგულატორების (ინტერფერონის, ინტერლეიკინის) სინთეზის სტიმულირება. ამ დროს იზრდება ინფექციებისადმი მდგრადობა. გარდა ამისა, ადაპტოგენები აჩქარებენ უჯრედის სტრუქტურული ცილების სინთეზს. სწორედ ამით აიხსნება კუნთის ქსოვილის გაზრდისა და კუნთის ძალის გაძლიერების უნარი. ამგვარად, საბოლოო ჯამში, იზრდება ორგანიზმის მდგრადობა სხვადასხვა ექტრემული მოქმედების მიმართ.
ადაპტოგენურ საშუალებათა არსენალი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. მის გასაფართოვებლად ემპირიულ ძიებასთან ერთად ფრიად მნიშვნელოვანია ბუნებრივ ადაპტოგენთა ანალოგების ან კომპლექსურ პრეპარატთა მიზანმიმართული შექმნა, რომელთა კომპონენტები სასიკეთოდ მოქმედებს ქსოვილური მეტაბოლიზმის რგოლებზე. ჩვენ მიერ ბუნებრივ ნაერთთა ტრანსფორმაციის შედეგად მიღებულია ნივთიერებები, რომელთაც ბიოენერგოაქტივატორები ვუწოდეთ. მათ საფუძველზე შექმნილია პრეპარატები “ვიტარაგი”, “რამერი”, რომელთაც ახასიათებთ მაღალი ანტიმუტაგენური აქტივობა. ისინი მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, იონთა ტრანსპორტში, გლუკოზის უტილიზაციასა და სხვა პროცესებში. აძლიერებენ მედეგობას მძიმე ლითონების, ფოსფორორგანული ნივთიერებების და რადიაციის მოქმედების მიმართ. ბიოენერგოაქტივატორების მოქმედების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ისინი სტრესულ პირობებში უჯრედს ამარაგებენ ლიმონმჟავითა და სუნთქვისათვის სხვა აუცილებელი კომპონენტებით და ზრდიან ბიოენერგოპოტენციალს. პრეპარატი “რამერი” მნიშვნელოვნად ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასევე გარემოს უარყოფითი ზემოქმმდებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ეკოლოგიური სტრესების გასაუვნებლად საჭიროდ მიგვაჩნია ადაპტოგენებისა და ბიოენერგოაქტივატორების ფართოდ გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სასურველია მათი დამატება უალკოჰოლო სასმელებში, საკონდიტრო ნაწარმში (მარმელადი, დრაჟე, კანფეტები) და საღეჭ რეზინშიც კი.
Bioorganic Chemistry and Adaption of Human with Environmental
Ramaz Gakhokidze
Head of Department of Bioorganic chemistry of Tbilisi State University, Chavchavadze ave, 1, Tbilisi, 380079, Georgia
There are two ways of adaptation of human with environmental. The first – improvement of environmental preservation, the second – increase the stability of organisms towards the action of harmfull factors on the basis of the methods of bioorganic chemistry.
Adaptation of organisms to the different conditions is possible through the usage of bio-energo-activators, which were obtained in our laboratory.
Bio-energo-activator enables preservation of homeostasis through activation of physiological regulatory mechanisms, providing adaptation to the extremal conditions. In our laboratory on the basis of bio-energo-activators many highly-effective medical preparations have been created. Namely an ,,Vitarag” ointment, which contains ecologcially pure biological products, is used in cases of inflamatory, parulent and fungal diseases, for trating furunculus, burns, arthritis, myositis, mastitis, red wind, diseases of mucosal layer of nasal and oral cavities, piles, erosion and ulcar of uterine cervix. It accelerates healing of wounds, it stops alopecia, skin aging, destroys wrinkles and swelling of periorbital areas.
A unique drug “Ramer” has been created for regulating homeostatic curing neurosis, hypertension, increases mental, physical and sexual potention, has general rehabilitation effect, it strengthens the organism’s resistance against diseases and external factors.
Tel.: (995 32) 22 50 30; (995 32) 25 15 53
FAX : (995 32) 25 1876
E-mail : rgakhokidze @hotmail. com
Viewed 770 times by 502 viewers



