სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე” 
 
ლ. ანდრიაშვილი
შპს “თერაპიის სახლი”, თბილისი

ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადებაა, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ სამედიცინო და ეკონომიკურ პრობლემას (A. Schuster, 1999; D. Reinhard – 1999; H. von Hardt – 1997; R. Wetteng – 1998 . E. Muthius; E. Schulz lassen 1996; M. Reano 1997 გოთუა მ.ა. 1997. ლ.ჟორჟოლიანი 1999).

სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 10 -15% აღენიშნება ალერგიის სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, რომელთა 8 – 10% ბრონქულ ასთმაზე მოდის (Duhme H.u.a – 1998) რომელიც პროცენტულად პროგრესირებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (Karl-Heinz Nissen – 1996. National Institut of Health – 1997.. თ. ჭურაძე, 1998.).

გერმანაში სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მე-10 ბავშვს აღენიშნება ბრონქული ასთმა და ამ პრობლემით ყოველწლიურად 0 -14 წლამდე იღუპება 15 ბავშვი (D. Reinhard – 1999. E. Muthius 1996. M. Reano 1997).

საქართველოში ბრონქული ასთმის, ისევე როგორც სხვადასხვა ალერგიული დაავადებების, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საგრძნობლად დაბალი იყო მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. (თ. გარსევანიშვილი 1975, ა. გამყრელიძე 1975, ი. ფაღავა 1976, გ. გურგენიძე 1997, ი. გეგეშიძე 1978, თ. ჭურაძე 1983, გ. ხაზარაშვილი 1989, ა. თელია 1993.) მაგრამ მზარდი სოციალურ-ეკონომიური და ეკოლოგიური კრიზისის პირობებში უკანასკნელი წლების ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, მიუხედავად ჩატარებული უამრავი მეცნიერული კვლევებისა ბრონქულური ასთმის დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, დაავადებიანობა მკვეთრად პროგრესირებს (მ. გოთუა 1997, რ. ქარსელაძე 1999, ლ. ჟორჟოლიანი 1999.) რაც მოითხოვს ამ პრობლემის ახლებურად დანახვას. უკანასკნელ წლებში |ყურადღება მიიპყრო ბავშვის ადაპტაციური მექანიზმების არასრულფასოვნებამ მზარდი სტრესორული ზეგავლენის მიმართ, რაც ფსიქოგენურად განპირობებული დაავადებების, კერძოდ ბრონქული ასთმის ზრდით ვლინდება (ჟ. მამფორია, 1997).

ვინაიდან ბროქული ასთმა მულტიფაქტორული დაავადებაა, აუცილებელია მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოყენებულ იქნას გამომწვევი მიზეზების დიფერენცირებული, ინდივიდუალური აღმოჩენა და მასთან ბრძოლა, ამავე დროს ავადმყოფ ბავშვში განმაკურნებელი ძალების ასევე ინდივიდუალურად

გააქტიურება და დახმარება, ანუ პათოგენეზურ მეთოდებთან ერთად სალუტოგენეზური მეთოდების გამოყენება (Dr. Tautz 2000.)

სალუტოგენეზი პათოგენეზისგან განსხვავებით, რომლის ამოსავალსაც ჯანმრთელობის დარღვევის ნეგატიური ასპექტები წარმოადგენს, ეძებს ჯანმრთელობის ქმნადობის და ხელშეწყობის გზებს.

ამ მიმართულებით კლასიკური მედიცინის შემავსებლად მოქმედებს ანთროპოსოფიულად ორიენტირებული მედიცინა, რომელიც ეყრდნობა რა კლასიკურ-საბუნებისმეტყველო მედიცინას წარმოადგენს მის განვრცობას ადამიანის სულიერი არსების გათვალისწინებით. ანთროპოსოფიული მედიცინა ითვალისწინებს რა ადამიანის ინდივიდუალობას, როგორც დიაგნოსტიკის ასევე მკურნალობის დროს, ეხმარება ჯანმრთელობის ქმნადობის იმპულსს ავადმყოფ ადამიანში.

ანთროპოსოფიულად ორიენტირებული მედიცინის მიხედვით ადამიანი მთლიანად არის ჩართული სამყაროულ-კოსმიურ რიტმში და ამავე დროს საკუთარი რიტმების წყალობით (სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა) – ემანსიპირებულია მისგან, რაც აძლევს მას, რაც განაპირობებს მის ინდივიდუალურ ბუნებას და დაავადებებისადმი მიდრეკილებას. ორგანიზმში ფიზიოლოგიურად უწყვეტად მიმდინარეობს აღმშნებლობა – ნივთიერებათა ცვლის ნაკადი, ეთერული დონე და დაშლა – ნერვულ მგრძნობელობითი ნაკადი, ასტრალური დონე, რომელთა გამაწონასწორებელია რითმული სისტემა.

ბრონქული ასთმის დროს გამოხატულია გაძნელებული ამოსუნთქვა, რაც გლუვი მუსკულატურის სპაზმის, ბრონქიოლების შეშუპების და ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეციის შედეგია. სპაზმის მიზეზი არის ასტრალური-გრძნობადი სხეულის გადაჭარბებული მოქმედება. ასტრალური სხეული ნერვულ-მგრძნობელობით სფეროში მოქმედებს მაკონცენტრირებლად, მაფორმირებლად, რაც ხელს უწყობს შეგრძნებების და აზრების ჩამოყალიბებას. რითმულ სისტემაში არ უნდა მოხდეს ჭარბი ფორმირება, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა უნდა იყოს რითმული და დინამიური. როდესაც ასტრალური სხეული ჭარბად მოქმედებს რითმულ სისტემაში წარმოიშვება სპაზმი, ხდება ჰაერის შეკავების ტენდენცია. მას უპირისპირდება ეთერული სხეული სეკრეციის გაძლიერებით, თუკი ასტრალური სხეულის მოქმედება კიდევ უფრო გაძლიერდა სეკრეტი მკვრივდება შარკო-ლეიდინის კრისტალებამდე. ამ კრისტალების სუბსტანცია შესდგება ოქტაედრის ფორმის დაშლილი ეოზინოფილური ლეიკოციტებისაგან. წარმოიქმნება მინერალური სუბსტანცია, რომელიც ნერვულ-მგრძნობელობითი სფეროსთვის არის დამახასიათებელი. რადგან რითმული სისტემის ფუნქციაა გააწონასწოროს ერთის მხრივ ნერვულ-მგრძნობელობითი, ხოლო მეორეს მხრივ ნივთიერებათა ცვლის ნაკადი, ადგილი აქვს სუნთქვის ნორმალური რითმის დარღვევას. და რადგან ასეთ შემთხვევაში დაავადება არის არა თავის ადგილზე მყოფი ბუნებრივი პროცესი, შესაბამისად მკურნალობა შეიძლება ბუნებიდან აღებული სამკურნალო საშუალებებით, რომელიც შეესაბამება დაავადების ინდივიდუალურ კლინიკურ სურათს, ისინი იწვევენ ორგანიზმში იმუნოსტიმულაციას ან იმუნომოდულაციას. შესაძლებელია როგორც ეთერულ, ასევე ასტრალურ დონეზე ზემოქმედება.

მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდით აქტიურად გამოიყენება ხელოვნებითი თერაპიის სხვადასხვა სახეები (ხატვით თერაპია, პლასტიკურ-თერაპიული ფორმირება, სამკურნალო ევრითმია, რითმული მასაჟი).

ხელოვნებით თერაპია იყენებს როგორც ფერებში და ფორმებში ხატვას, ასევე ძერწვას, რათა ბავშვმა შესძლოს გარემოდან მიღებული შთაბეჭდილებების სწორად გადამუშავება. სამკურნალო ევრითმია-აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ეხმარება ბავშვის რითმულ ორგანიზაციას სუნთქვის ნორმალური ტიპის ჩამოყალიბებაში. რითმული მასაჟი – არსებობს სპეციალური `Asthma-abschtrich~,, რომელიც ხელს უწყობს ექსპირაციას. გარდა ამისა ეთერზეთების, მაგალითად: Lavandel Öl 5%, ან  Eucaliptus Öl 10% რითმული შეზელვა რომელიც მოქმედებს დამამშვიდებლად და სპაზმოლიზურად.

გამოკვლევებს ვატარებდით 30 ბავშვზე 2 ასაკობრივ ჯგუფში: I – სკოლამდელი 3-6 წელი, II – სასკოლო 9-13 წელი. გამოკვლევის მეთოდებიდან მნიშვნელობას ვანიჭებდით ბავშვის განვითარების ბიოგრაფიულ მომენტებს, სოციალურ მდგომარეობას, სტრესორულ ფაქტორებს, კანის ალერგიულ სინჯებს: ოთახის მტვერი (ტკიპები), ცხოველების ბეწვი (ცხენი, კატა, ძაღლი), ყვავილის მტვერი (ბალახოვანი და ხემცენარეები), ალიმენტური ალერგენები, IგE სპეციფიკურს, სისხლის საერთო ანალიზს, ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის განსაზღვრას.

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ორივე ასაკში დატვირთულ სოციალურ ანამნეზს და სტრესორულ ფაქტორებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში არის ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ხოლო სასკოლო ასაკის ბავშვებში კი სხვადასხვა ალერგენები.

დიაგოსტიკური კრიტერიუმები 3-6 წ. 9-13 წ.
IგE სპეც (+) 2 ბავშვი 15 ბავშვი
კანის დადებითი ალერგიული სინჯები 2 ბავშვი 15 ბავშვი
ეოზინოფილია სისხლში 4 ბავშვი 15 ბავშვი
ფორმულის მარცხნივ გადახრა სისხლში 15 ბავშვი 2 ბავშვი
დატვირთული სოციალური ანამნეზი 15 ბავშვი 14 ბავშვი

სკოლამდელ ასაკში კლინიკურ სურათში წამყვანი იყო ბრონქების ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია – შესაბამისად უხვი პროდუქტიული ხველა, ფილტვებში უხვი აუსკულტაციური მონაცემები, ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება, ტემპერატურული რეაქციები – ანუ ეთერული სხეულის გადაჭარბებული მოქმედება. რის გამოც მკურნალობაში უპირატესობას ვანიჭებდით: Gencydo 1%, 3% ინჰალაციები, Altae comp., Quercus comp., Veronica comp. – per os.

   სასკოლო ასაკის ბავშვებში კლინიკურ სურათში წამყვანი იყო შეტევითი ხასიათის ხველა, აუსკულტაციურად მშრალი მსტვენავი ხიხინი, ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება, კანის დადებითი ალერგიული სინჯები – ანუ ასტრალური სხეულის გადაჭარბებული მოქმედება. ამიტომ მკურნალობაში უპირატესობას ვანიჭებდით: Petasites comp. Quercus da Petasites comp. Veronica, Magnesit 5%, Sulfur D6 – per os. Levico D3ინჰალაციები. შეტევის დროს ვიყენებდით: Cuprum aceticum D4, Tabacum cupro culta – ინექციებს.

   Cuprum aceticum (სპილენძის მარილი) – ვიყენებთ, როგორც სპაზმის მომხსნელ საშუალებას. გადატვირთული გრძნობადი, ასტრალური სხეულის განთავისუფლების მიზნით.

   Salvia (სალბი) – თავისი ძლიერი აღმშენებლობითი უნარითა და ასევე ეთერზეთებით კარგი მაგალითია გამოღვიძებისა, როცა სულიერი ინდივიდი შემოდის ფიზიკურ სხეულში, ამიტომაც სალბს ვაძლევთ დილაობით.

   Veronica (სამფერა ია) – თავისი ნაზი ცისფერი ყვავილებით ტიპიური საღამოს მცენარეა, საღამოობით კი ამოსუნთქვას აქვს ადგილი. შესაბამისად ვუნიშნავთ მას საღამოს.

   Tabacum cupro cultum (თამბაქო) – სპაზმოლიზური საშუალება, სპილენძით გამდიდრებულ ნიადაგზე მოყვანილი თამბაქო ეხმარება ორგანიზმს აღადგინოს ნორმალური სუნთქვის რიტმი, როდესაც ყოველ ჩასუნთქვას ამოსუნთქვა მოჰყვება.    ორ შემთხვევაში საჭირო გახდა ß მიმეტიკების გამოყენება.    ნათელ პერიოდში ბავშვებს ჩაუტარდათ სხვადასხვა თერაპიები: სამკურნალო ევრთმია, ხელოვნებით თერაპია, რითმული მასაჟი. დინამიური კონტროლი ხდებოდა ფილტვის სასიცოცხლო ტევადობაზე დაკვირვებით.

ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა 3-6 წელი 9-13 წელი
მკურნალობამდე 100-120 ლ/წთ 140-160 ლ/წთ
მკურნალობის შემდეგ 120-150 ლ/წთ 180-220 ლ/წთ

ამრიგად მკურნალობა მიმდინარეობდა ორი მიმართულებით – ეთერული სხეულის გადაჭარბებული მოქმედების დროს რითმულ სისტემაში უპირატესობა ენიჭებოდა მაფორმირებლად მოქმედ სამკურნალო საშუალებებს, ხოლო ასტრალური სხეულის გადაჭარბებული მოქმედების დროს კი სპაზმოლიზურად მოქმედ საშუალებებს.

ლიტერატურის ნუსხა: გოთუა მ.ა. 1997, ჟორჟოლიანი ლ. 1999, ჭურაძე თ. 1998, გარსევანიშვილი თ. 1975, გამყრელიძე ა. 1975, ფაღავა ი. 1976, გურგენიძე გ. 1997, გეგეშიძე ი. 1978, ჭურაძე თ. 1983, ხაზარაშვილი გ. 1989, თელია ა. 1993, ქარსელაძე რ. 1999, A. Schuster 1999, D. Reinhard 1999, H. von Hardt 1999, R. Wetteng 1998, E. Muthius, E. Schulz lassen 1996, M. Reano 1997. Duhme 1998, Karl-Heinz Nissen 1996, Chr. Tautz 2000.

Summary

Usage of the principles of anthroposophical Medicine, in treafment of Bronchial Asthma

        The aim of presented study  is to  scientifically evaluate effectiveness of anthroposophic    methods of asthma treatment, taking into account ndividual and recovery potential of the     child based on salutogenetic theory.     The research was performed by open controlled clinical observation of the target group.    30 patients of the same sex, age and clinical form/stage of disease were studied.

Three groups were identified among them:

   1. Group 1 – classical methods of treatment

2. Group 2 – classical and anthroposophic methods of treatment

3. Group 3 – anthroposophic methods of treatment only

We have  performed   the evaluation of effectiveness of the anthroposophic methods    of     treatment on the basis of short-term and long-term (3-5 years) observation of the     patients.        Clinical presentation and  immunological status of pediatric patients with remission   of    symptoms and exacerbated asthma were evaluated in all target groups.

       The  study will  be continued for two years in order to achieve the reliability of scien tifi-     cally valid  results.  Continuation  of  the  study  aims to include proposed antropho sopic     method in treatment plan of pediatric patients.

Viewed 558 times by 315 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka